• რეკლამა
  • კონტაქტი
04:16, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

ალია ავტორი - ალია
11:59 10-22-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
142

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ ხილისა და ბოსტნეულის ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო გამოფენაში – Fruit Attraction 2025 – მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიება ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა. გამოფენაში ქართველ მწარმოებლებთან ერთად ჩართული იყო 2 200-ზე მეტი კომპანია მსოფლიოს 150 ქვეყნიდან.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები და მწარმოებლები მოცვის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარეს, მარიო სტეტასშეხვდნენ და სექტორის მთავარი გამოწვევები და შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრაზე ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება,  საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს უნიკალური პოტენციალი, გახდეს მნიშვნელოვანი მოთამაშე ევროპასა და აზიას შორის მოცვის მიწოდების ჯაჭვში.

საქართველოდან მოცვის ექსპორტი წლიდან წლამდე მზარდია. მიმდინარე წლის სამ კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, 6,900 ტონაკენკროვანი გაიყიდა საზღვარგარეთ, რაც წლიურად 39%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მკვეთრი ცვლილება ფიქსირდება შემოსავლებშიც:საქართველომ მოცვის ექსპორტიდან 46 მილიონიაშშ. დოლარი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 65%-ით მეტია.

თიბისი, როგორც ბიზნესის N1 მხარდამჭერი, მოცვის კულტურის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს. მხოლოდ კორპორატიულ სექტორში ბანკისმიერ 300 ჰექტარზე მეტი მოცვის პლანტაციებია დაფინანსებული. საერთაშორისო ღონისძიებებში საქართველოს ჩართულობით კი თიბისი ხელს უწყობს, ქართული პროდუქციის ცნობადობის ზრდას, ბაზრების გაფართოებასა და საქართველოს აგრარული პროდუქციის აღიარებას გლობალურ დონეზე.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved