• რეკლამა
  • კონტაქტი
16:30, შაბათი, 27 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნინო წილოსანისთვის 100 ლარის გადახდა დამეკისრა…” – შოთა დიღმელაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:19 04-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,243

სამოქალაქო აქტივისტი, შოთა დიღმელაშვილი:

 

“სასამართლომ ნინო წილოსანისთვის 100 ლარის გადახდა დამაკისრა მას შემდეგ, რაც კალთები ჩამომახიეს მორიგებაზე და უარი ვუთხარი, მურუსიძის სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩემი ბრალდება ნინო წილოსანის მიმართ, რომ იგი თავის ბიზნესპარტნიორს მფარველობდა – ცილისწამებაა და საჯაროდ უნდა უარვყო.

ამის ნაცვლად შეგახსენებთ, რომ მისმა ბიზნესპარტნიორმა ლევან ჭანტურიძემ მასზე მორგებული ტენდერი მოიგო ქუთაისში ბავშვთა სახლის აშენებაზე და რომ ააშენა, შენობის ნაწილი მალევე ჩამოიშალა. შევიდა აუდიტი და თქვა, რომ 4 მილიონის ნაცვლად 2 მილიონის სამუშაოა ჰქონდა ჩატარებული, ქუთაისს კი დაუსრულებელი პროექტი ჩაბარებული. ანუ სახელმწიფო უწყებამ ივარაუდა და სამხარაულის ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ უსახლკარო ბავშვებს ქუთაისის ბიუჯეტიდან მოპარეს 2 მილიონ ლარზე მეტი.

ამ დასკვნებს ნინო წილოსანის პარტნიორის მიმართ არანაირი სამართლებრივი მსვლელობა არ მოჰყოლია. და დასაჭერი ლევან ჭანტურიძე კვლავინდებურად ნინო წილოსანისა და მისი ოჯახის ბიზნესპარტნიორია, თანაც რამდენიმე კომპანიაში. ამიტომ 2019 წელს ერთ-ერთ აქციაზე წილოსანის მომდევნო სულელური გამოხდომის შემდეგ, ეს დასკვნა გავიხსენე, მოვყევი და ვივარაუდე, რომ წილოსანი პარტნიორს მფარველობს, რითიც თურმე ნინო წილოსანი დავაზარალე.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო უწყებების დასკვნები არასაკმარისი საფუძველია აქციაზე გამოსვლის დროს ნინო წილოსანის ბიზნესპარტნიორის მიმართ მფარველობაში დასადანაშაულებლად, რადგან ვერ დავამტკიცე, რომ ტენდერი რომ მორგებული იყო, აუცილებლად ნინო წილოსანის გამო იყო მორგებული. არანაირი საქმე რატომ არ აღძრულა პოსტ-ფაქტუმ, ეგ არ ვიცით…

თვალარიდებული განაჩენის კითხვის მოსმენისას ყბა რომ ჩამომივარდა, მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა მიპასუხა: “იურისტი რომ იყოთ მიხვდებოდით”, რაზეც ვუპასუხე, რომ სამართალი არ არის ლეგალისტური ფარსი, რომელიც მხოლოდ იურისტებს უნდა ესმოდეთ. ამის მოსმენამ გააბრაზა და თავის ოთახში გაუჩინარდა განაჩენის ბოლომდე წაუკითხავად.

რავი, პროცესებზე მოსამართლის კითხვების შემხედვარეს (მაგალითად, ნიშნავს თუ არა ბიზნესპარტნიორობა მისი კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში მონაწილეობას… ააა, არა აუცილებლად?) გული მიგრძნობდა რომ გამამტყუნებელ განაჩენს ვერ ავცდებოდი, მაგრამ საბოლოოდ მორიგებაზე მაინც უარი ვუთხარი წილოსანის წარმომადგენლებს და მოსამართლეს, რომელიც დაჟინებით მთხოვდა ამას, ორაზროვანი “რა იცით სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს”-ით.

დიდი მადლობა GDIის და Mari Kapanadze ჩემი დაცვისთვის. ჩვენ კი წავალთ სააპელაციოში, მაგრამ ნეტავ ამ სიბინძურის ყველა თანამონაწილე სად წახვალთ, როცა სამართალი მოგაკითხავთ ურმით კი არა და კაი შეკრული საბრძოლო ეტლით?”

 

თეგები: ნინო წილოსანიშოთა დიღმელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved