სანქცირებულ რუს ოლიგარქთან სატელეფონო საუბრების გასაჯაროების შემდეგ, ამ წუთებში, ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან აქცია იმართება. “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები მოუწოდებენ საერთაშორისო პარტნიორებს, ბიძინა ივანიშვილს პერსონალური სანქციები დაუწესდეს, “ქართულმა ოცნებამ” კი რუსეთის მიერ უკრაინაში გენოციდის მოწყობა აღიაროს.
“მეორე მხარემ დაადასტურა, რომ ეს შეხვედრა შედგა პრემიერმინისტრთან, პრემიერთან, რომელიც გამოაგზავნა ბიძინა ივანიშვილმა რუსი ოლიგარქის გამოგზავნილ ადამიანთან შესახვედრად. პირველ რიგში რაც უნდა მოხდეს არის ის, რომ ივანიშვილს უნდა დაუწესდეს სანქციები თუნდაც ამ ვიდეოჩანაწერის გამო…” – ამბობს აქციის ერთ–ერთი მონაწილე მედიასთან.
კომენტარები