• რეკლამა
  • კონტაქტი
07:42, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქართველოსთან მიმართებაში, რუსეთისა და უკრაინის მხრიდან ქმედებებში, რაიმე განსხვავებას ხედავთ?” – დავით ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:02 04-26-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
354
ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილი:
“განვიხილავდით სადმე მეორე ფრონტის გაჩენის შესაძლებლობას იმისთვის, რომ, პირდაპირ ვთქვათ, თავის ტკივილი შევუქმნათ მოსკოვს; რომ მას ნაწილობრივ უკრაინის თავი არ ჰქონდეს. გასაგებია უკრაინაში ომი, მაგრამ უცებ რომ გაგიჩნდეს პრობლემები დნესტრისპირეთში, ოსეთში, ავღანეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე ან კიდევ სადმე? მიგაჩნიათ, რომ ამისი ალბათობა არ იზრდება? მით უმეტეს, რუსეთის შესუსტების ფონზე, დასახული მიზნების ვერმიღწევის გათვალისწინებით, მოულოდნელად ერთდროულად ყველამ რომ თქვას, რატომაც არ დავკბინოთ? მაგრამ, არც მოლდოვისა და არც, მით უმეტეს, საქართველოს ხელმძღვანელობა, როგორც მე მეჩვენება, არ არის ჯერ მზად ასეთი გადაწყვეტილებებისთვის. რადგან მათთვის ომი ხომ არარეალურია. მათთვის, ეს სადღაც მართალია, საზღვრის გარეთ, ახლოს არის, თუმცა ეს არის საშინელება, რომლის წინაშეც პირისპირ აღმოჩენა მათ არ სურთ. ისინი არ არიან ამისთვის მზად არც პოლიტიკურად, არც სტატუციონარულად, ანუ ის გუნდი არაა; პრინციპში, ეს არ არიან ომის ადამიანები. ამ მოდელში კი გამოდის, რომ მათ თან ეს ომი პირველებმა უნდა დაიწყონ და ვის წინააღმდეგ. ამიტომ, კი, ისინი ნამდვილად არ არიან ის ადამიანები. ამის გაკეთება შეეძლო მარგარეტ ტეტჩერს, რონალდ რეიგანს, მაგრამ არა ამ ქვეყნების ამჟამინდელ ხელმძღვანელობას. სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა არესტოვიჩმა.
გაეროს მე-20 გენერალური ასამბლეის მიერ 1965 წლის 21 დეკემბერს 2131 რეზოლუციით მიღებული იქნა: “სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩარევის, მათი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შეზღუდვის მიუღებლობის დეკლარაცია”. ანუ, ის საერთაშორისო ვალდებულება დაუწესა გაერომ ცივილიზებულ სამყაროს, რომელსაც დღეს რუსეთი უხეშად არღვევს საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში ამავდროულად, ეს იგივე დეკლარაციაა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლებად წოდებული ხულიგნებისა და სახიფათო ავანტიურისტების ბანდა, თავის კანონგარეშე წესებით ასევე აპამპულავებს საქართველოსთან მიმართებაში. აი, ამ დეკლარაციიდან მოკლე ამონარიდი:
✅ არანაირი მიზეზის გამო, არც ერთ სახელმწიფოს არა აქვს უფლება, პირდაპირ თუ ირიბად ჩაერიოს სხვა სახელმწიფოს საშინაო თუ საგარეო საქმეებში. აქედან გამომდინარე, იგმობა არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული ელემენტების წინააღმდეგ მიმართული ყველა სხვა ფორმის ჩარევა თუ მუქარა
✅ არც ერთ სახელმწიფოს არა აქვს უფლება, სხვა სახელმწიფოსაგან სათავისოდ რაიმე სახის უპირატესობების მოპოვების მიზნით, შეზღუდოს მისი სუვერენული უფლებები, განახორციელის მასზე პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა ტიპის იძულება. ყველა სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს იმისგან, რომ ორგანიზება გაუკეთოს, დაეხმაროს, შექმნას, დააფინანსოს, წააქეზოს, დაუშვას სამხედრო, ძირგამომთხრელი თუ ტერორისტილი საქმიანობა, მიმართული ძალადობის გზით სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების შესაცვლელად, მის შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში ჩარევის გზით
✅ ამ დეკლარაციით გათვალისწინებული ვალდებულებების განუხრელი დაცვა, წარმოადგენს ეროვნებათაშორისო სამშვიდობო თანაცხოვრების უმნიშვნელოვანეს პირობას, ვინაიდან ნებისმიერი ფორმით სხვა სახელმწიფოს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში ჩარევა წარმოადგენს გაეროს წესდების არა მხოლოდ სულისკვეთების დარღვევას, არამედ მიჰყავს ისეთი სიტუაციების შესაქმნელად, რომლებიც ემუქრებიან საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას
ეხლა კი ორ შეკითხვაზე მინდა გავცე პასუხი. პირველი – “ჩამჭრელი” და ოპოზიციურია:
დაარღვია თუ არა რუსეთის ფედერაციამ გაეროს აღნიშნული დეკლარაცია უკრაინასთან მიმართებაში?
პასუხი: დიახ და ცალსახად
შეკითხვა მეორე:
არღვევს თუ არა უკრაინა გაეროს აღნიშნულ დეკლარაციას საქართველოსთან მიმართებაში?
პასუხი: დიახ და ცალსახად
და ბონუსად, მესამე შეკითხვა – რიტორიკული:
ამ დეკლარაციის თანახმად – საქართველოსთან მიმართებაში, რუსეთისა და უკრაინის მხრიდან ქმედებებში, პოლიტიკური – არასამხედრო თვალსაზრისით, რაიმე განსხვავებას ხედავთ?”
თეგები: დავით ქართველიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved