ნიუ იორკში ექიმი, რომელიც პაციენტებს კორონავირუსისგან კურნავდა, დაინფიცირდა და საავადმყოფოში მოთავსებიდან 1 კვირაში გარდაიცვალა. იქიდან გამომდინარე, რომ ექიმებისთვის დამცავი აღჭურვილობის რესურსი თანდათან მცირდება, ეს ნერვიულობის საბაბს ნამდვილად იძლევა, – წერს nbcnewyork-ი.
კისო ჯორდან კელი Mount Sinais-ს საავადმყოფოში მუშაობდა, ის 17 მარტს სამკურნალოდ დააწვინეს და სამშაბათს გარდაიცვალა. სინაი 40 წლისა იყო. თანამშრომლები მას თანაგრძნობით აღსავსე და ღირსეულ ადამიანად ახასიათებენ.
„ძალიან ვწუხვართ ჩვენი საყვარელი ექიმის გარდაცვალების გამო. ჩვენი პერსონალის ჯანმრთელობა ასეთი მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა და მივმართავთ უსაფრთხოების ყველა შესაძლო ზომას, რათა ყველა ადამიანი დავიცვათ“, – ნათქვამია საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომენტარები