• რეკლამა
  • კონტაქტი
08:24, შაბათი, 19 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პარლამენტის ბიუროს წარედგინა “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი

ალია ავტორი - ალია
18:39 04-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
166

2022 წლის 1-ელ სექტემბრამდე დასაშვები იქნება სიგარეტის შეფუთვაზე განთავსებული სამედიცინო გაფრთხილება კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდეს.

ამასთან დაკავშირებით “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა.

გამონაკლისის დაშვებას მთავრობა ითხოვს, რომელიც მიზეზად უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს ასახელებს.

კერძოდ, როგორც მთავრობა განმარტავს, საომარი მოქმედებების გამო, უკრაინის ტერიტორიაზე განთავსებულ ქარხნებში პროდუქციის წარმოება და მასზე სამედიცინო გაფრთხილებების განთავსება/დაბეჭდვა შეუძლებელია.

მთავრობის ინფორმაციით, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2021 წელს საქართველოში უკრაინიდან იმპორტირებული სიგარეტი, ჯამში, საქართველოში იმპორტირებული სიგარეტის დაახლოებით 80%-ს შეადგენს.

იმისთვის, რომ გადასახადის გადამხდელებს საქმიანობისთვის ხელსაყრელი გარემო შეექმნათ და პროცესებმა იმპორტის გადასახდელებზე გავლენა არ იქონიოს, საჭიროა გამონაკლისის დაშვება.

ცვლილებების პროექტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელებს შესაძლებლობა ექნებათ, შეზღუდული დროით საქართველოს საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განახორციელონ თამბაქოს ნაწარმზე სამედიცინო გაფრთხილებების გარე გამჭვირვალე შეფუთვაზე სტიკერის სახით დაკვრა. გარდა ამისა, თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელსა და იმპორტიორს შესაძლებლობა ექნება, ჯანდაცვის სამინისტროს ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი), თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების სამედიცინო გაფრთხილების სახისა და ნიმუშის როტაციის შესახებ, ასევე, გასახურებელი თამბაქოს ან თამბაქოს ახალი ნაწარმის შემთხვევაში ყოველი ახალი პროდუქციის განთავსებაზე ინფორმაცია განსხვავებული წესითა და პირობებით წარუდგინოს.

თეგები: თამბაქო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved