• რეკლამა
  • კონტაქტი
00:37, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას წერს ამერიკული მედია ლუგარის ლაბორატორიაზე – “აშშ-სა და ბრიტანეთსაც არა აქვს პასუხები ასე სწრაფად”

ალია ავტორი - ალია
23:11 03-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

წლების განმავლობაში, რუსეთი მიზნად ისახავდა შეთქმულების თეორიებს აშშ-ს მიერ დაფინანსებულ ლაბორატორიის წინააღმდეგ, რომელიც ამჟამად  კორონავირუსის ტესტირების წინა ხაზზეა – წერს ამერიკული გამოცემა – businessinsider.com

აშშ-ს მთავრობამ დააფინანსა $ 350 მილიონის ღირებულების ბიოლოგიური მედიცინის ლაბორატორია, რომელიც 2011 წელს გაიხსნა და გახდა რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიებისა და შეთქმულების თეორიების სამიზნე. ბოლო პერიოდში, ლაბორატორია, რომელიც განთავსებულია საქართველოს დედაქალაქს გარეთ, წარმოადგენს COVID–19- ის ტესტირების მთავარ ცენტრს.

თბილისის ლუგარის ლაბორატორია დაფინანსებულია აშშ-ს მთავრობის პროგრამით, ინფექციური დაავადებების ტესტირების გასაძლიერებლად და საბჭოთა პერიოდის ცივი ომის პროგრამების შედეგად დარჩენილი კავკასიის რეგიონში საშიში პათოგენების მონიტორინგის მიზნით.

წლების განმავლობაში იგი რუსულ მედიასა და სამთავრობო კამპანიებში წარმოდგენილი იყო   ობიექტად, რომელიც აწარმოებდა საქართველოს მოქალაქეებზე საიდუმლო ტესტირებას, რაც ცრუ და ყალბ ინფორმაციას წარმოადგენს.

უახლესი ბრალდება ამ ზამთარში მოხდა, როდესაც COVID-19 დაიწყო ჩინეთიდან გავრცელება ახლომდებარე ირანში და დანარჩენ რეგიონში. რუსული მედია და სახელმწიფო თავდაცვის ოფიციალური პირები შესაძლებლობას არ უშვებდნენ ხელიდან, რომ წარმოეჩინათ,  რომ ლაბორატორიამ შექმნა ვირუსი, როგორც აშშ-ს საიდუმლო ბიოლოგიური იარაღის პროგრამის ნაწილი.

დიდი ხნის განმავლობაში რუსული ბრალდებები ისმოდა, იმასთან დაკავშირებითაც, რომ დაწესებულებამ დაიღუპა 30 ადამიანი C ჰეპატიტის საიდუმლო ტესტირებით.

რუსეთი ტელეარხი РЕН ТВ,  ხშირად ადანაშაულებდა საქართველოს ანტიდასავლური შეთქმულების თეორიების პოპულარიზაციაში, რუსეთის სამხედრო საქმეების “ექსპერტმა” იგორ ნიკულინმა, იგივე არხს ინტერვიუს დროს განუცხადა, რომ ვირუსი ამერიკული ქმნილება იყო, რომელიც აპირებს ჩინეთისა და პოტენციურად რუსეთის დაზიანებას, რათა მიიღეოს მოგებაა მკურნალობიდან და  შესაძლო ვაქცინაციებიდან.

”ეს შეიძლება მომგებიანი იყოს ამერიკული კორპორაციებისთვის, რომლებიც ამ ტიპის ახალ დაავადებებს ავითარებენ მხოლოდ მოგების მისაღებად. ან, შესაძლოა, თავად ამერიკელებისთვის, რადგან ამერიკა ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც აქვს 400 სამხედრო ბიოლოგიური ლაბორატორია მთელს მსოფლიოში, არამარტო რუსეთის გარშემო, არამედ ჩინეთის გარშემო, მალაიზიაში, ინდონეზიაში, ფილიპინებში – აშშ-ს სამხედროები ყველგან მუშაობენ ”

შემდეგ ჟურნალისტმა მიუთითა ლუგარის ლაბორატორიაზეც, როგორც შესაძლო წყაროდ, ციტირებით ახსენებს ყოფილი უსაფრთხოების ჩინოვნიკის მიერ გაკეთებულ ბრალდებას, თითქოსდა 2018 წელს, დაწესებულებაში დაიღუპა დაახლოებით 30 ადამიანი, ფარული C ჰეპატიტის ტესტირებით. BBC– სთან მოგვიანებით ინტერვიუში, იგორ გიორგაძე, საქართველოს შინაგანი უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, იძულებული გახდა დათანხმებულიყო, რომ მას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოედგინა დასამტკიცებლად ამ მძიმე ბრალდების.

ახლა, როგორც ჩანს, საქართველოს პოლიტიკური  მკაცრად მემარჯვენე  წევრებიც აღიარებენ მის წარმატებას

COVID-19- ის გაჩენის დღიდან, ლაბორატორია გახდა ვირუსის  პირველი  ტესტირების ცენტრი საქართველოში. ამჯერად ობიექტის გადაკეთება ხდება ტესტირების ლაბორატორიებად, რომელიც ორიენტირებულია ვირუსით ინფიცირებულთა იდენტიფიცირებაზე და შედეგების დადგენაზე 24 საათის განმავლობაში და უნდა ითქვას, მათი პახუსი ზოგჯერ უფრო  სწრაფია, ვიდრე ეს აშშ – სა და ბრიტანეთშია შესაძლებელი.

საქართველოს პოლიტიკური დაწესებულების მკაცრი მემარჯვენე წევრებიც კი, რომლებიც ოდესღაც ობიექტის კრიტიკოსები იყვნენ, აღიარებენ ლუგარის ლაბორატორიის წარმატებებს.

”ყოველთვის არის დიდი კითხვის ნიშანი ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით”, – თქვა სანდრო ბრეგაძემ, მემარჯვენემ “ქართული მარშის”  პარტიიდან, რომელმაც არაერთხელ მოუწოდა ლაბორატორიის დახურვისკენ პანდემიის დაწყებამდე, მაგრამ ახლა აღიარებს მის მნიშვნელობას.

”როდესაც რაღაც საიდუმლოა, ყოველთვის არის ეჭვი – ისინი ლაბორატორიაში მუშაობენ რაიმე სახის ბიოლოგიურ ან ქიმიურ იარაღზე? [მაგრამ ახლა] ვფიქრობ, რომ ლუგარის ლაბორატორია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში”, – თქვა მან. . ”მინდა მადლობა გადავუხადო ლაბორატორიას ასეთი კარგი სამუშაოს შესრულებისთვის.”

მიტჩ პროთერო, 2020 წლის, მარტი

businessinsider.com

“ალიასთვის” თარგმნა, მთარგმნელმა ნინო აზნაურაშვილმა

ნინო აზნაურაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved