• რეკლამა
  • კონტაქტი
11:10, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბარემ პირდაპირ ცეცხლი წაუკიდონ” – – რა ხდება დიღმის საჯარიმო სადგომზე და რატომ ვერ ირეგისტრირებენ მფლობელები სკუტერებს?

ალია ავტორი - ალია
02:23 04-15-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
539

ბლოგერი, პროგრამისტი, უჩა აბაშიძე:

“ეს ხდება დიღმის საჯარიმო სადგომზე (იხ. სურათები)
საქმე რაშია:
სადღაც 15 თებერვალს გავიგე რო თურმე 50-იან სკუტერებზე შემოიღეს აუცილებელი ნომერიზაცია
მეთქი აი ვიზამ ცოტა ხანში, ვადა ხო იქნება რამე თქო
24 თებერვალს დაიწყო ომი და აღარაფერი გამხსენებია
29 მარტს მივდიოდი ქუჩაში, გამაჩერეს და 28 მარტი იყო ბოლო ვადაო და წამართვეს სკუტერი
(და მომარჭეს 250 ლარი ჯარიმა)
და სკუტერზე არაფერი სტიკერი არ დააკრეს ან რამე რო “ჩემია” – ნომერი არ აქვს და იდენტიფიცირება არაფრით არ ხდება, მამენტ (გასარებიც წაიღეს იმიტო რო რული იკეტება)
ხოდა
ვიარე შემდეგი დღეები და გავარკვიე რო “შეუძლებელია საქმეა” მაგის გადაფორმება ამ ეტაპზე იმიტო რო ერთი კანტორიდან გაგზავნიან მეორეში, მეორედან მესამეში და მესამედან ისევ პირველში(სერიოზულად) – და არავინ არ იცის რა ქნას “არ არსებულ” რაღაცაზე რომელიც უნდა “გაჩნდეს” და რომელიც გამოკეტილია საჯარიმოზე
ამასობაში გავიდა 2 კვირა და ნელ-ნელა დალაგდა/გაირკვა რა უნდა ქნა
და ეს პერიოდი ასე ყრია ეს მოტო-საშუალებები ღია ცისქვეშ და ედო 1 მეტრი თოვლი 2 კვირის წინ
ესეიგი ორი ვარიანტი:
ვარიანტი (ა) – როცა სკუტერი გყავთ უნომრო მაგრამ ჯერ არ წაურთმევიათ:
შეაგდეთ ევაკუატორზე, წაიღეთ თბილისის შემოსასვლელში მცხეთის მხრიდან, მანდ Gulf-ის კოლნკასთან(კალონკამდე 50 მეტრში) არის შსს მომსახურების სააგენტო (იგივე რაც რუსთავშია, მართლა, ოღონდ არავინ არ იცის რო მანდაა)
შეხვალთ მანდ და მოითხოვთ ექსპერტს (გადაიხდით 20 ლარს)
გამოვა ექსპერტი, შეხედავს თქვენს მოტოს და… (გაგრძელება იხ. ვარიანტი (ბ)-ს მერე)
ვარიანტი (ბ) – როცა სკუტერი წაგართვათ პატრულმა:
მიდიხართ იმავე შ.ს.ს მომსახურების სააგენტოში, ითხოვთ ექსპერტს, ექსპერტი გეტყვით რო 2 დღის ვადაში დაგირეკავთ და წამოგყვებით საჯარიმოზეო, ცოტას წუწუნებთ რო იქვე შეგითანხმოთ დრო ექსპერტმა
მიდიხართ სახლში, დათქმულ დღეს და დროს – “გაუვლით” ექსპერტს მანქანით და წაიყვანთ საჯარიმოზე
საჯარიმოზე ექსპერტს შეუშვებენ თქვენთან ერთად, მერე იქნება გრძელი პროცესი იმის ამოცნობის ვაფშე რომელი სკუტერია თქვენი – იმიტო რო არცერთ სკუტერს არაფერი “ნომერი” არ აქვს, ჯარიმის ფურცლით და რაღაცეებით უნდა დადასტურდეს რომელი სკუტერი მოიყვანეს მაშინ, რომელი ქუჩიდან და ნახევრად “ჩესნი სიტყვაზე” – გაირკვევა რომელია
მიდიხართ სკუტერთან ექსპერთტან ერთად და…
– – – –
სკუტერის “ვინაობის ამოცნობა”
ესეიგი რა აინტერესებს ექსპერტს:
ექსპერტს აინტერესებს ნახოს სკუტერის Vin კოდი (17 ნიშნა ნომერია ეგეთი)
და რო სკუტერს სადმე… და ეხლა კ-ა-რ-გ-ა-დ წაიკითხეთ, მერე დაფიქრდით რატო გავუსვი დეფიზები და კიდევ ერთხელ წაიკითხეთ რას ვწერ ქვემოთ:
სკუტერს სადმე, რკინის რამაზე, სასურველია ეკრას ტალახიანი სტიკერი, რომელსაც გადაწმენდთ და რომელზეც ეწერება:
სკუტერის მწარმოებელი, მოდელი, კუბატურა (49) და vin კოდი
თუ ასეთი სტიკერი აღმოჩნდება ზედ სკუტერზე, ეს ძალიან, ძალიან გაგიადვილებთ რეგისტრაციას
იმიტო რო სხვა შემთხვევაში – უნდა ილოცოთ რო vin კოდით ამოაგდოს თქვენი კონკრეტული სკუტერი და ჩანდეს რო 49cc-ა
დაჟე პლასმასის დეტალებზე რო ლამაზად ეწეროს მოდელი და 50cc მოსულა
მარა თუ არაფერი ეგეთი არ აწერია – ექსპერტი იტყვის რო ვერ ადასტურებს რო 50-იანი სკუტერია და ვერ ამბობს ვაფშე რამდენიანია და პროცედურას დაემატება სამხარაულის ექსპერტიზა
რომელიც კიდევ უფრო რთულდება – თუ სკუტერი უკვე დაგახიეს და აგდია აგერ ამ სურათებზე – საჯარიმოზე
ანუ ხო ხვდებით რა ხდება, ეს არის იურიდიულად “ტელევიზორი”
რომელიც უნდა დარეგისტრირდეს როგორც სატრანსპორტო საშუალება აწი
უნდა არაფრიდან, ტოსტერიდან პირობითად, გაჩნდეს ბორბლებიანი სატრანსპორტო საშუალება, უნდა მოგცენ ტექ-პასპორტი და ნომერი
(თუ დაჭერილია – მერე წახვალთ ისანში, იქედან კიდე იჩალიჩებენ დაადასტურონ რო ის კონკრეტული ფერის და ფორმის “ტოსტერი” რომელიც გდია საჯარიმოზე და არ გატანენ, იმიტო რო კაკბი თქვენი თან არის, თან არ არის – უკვე ნამდვილად არის თქენი სკუტერი და ნომერი იმაზე უნდა მიაკრათ, მიბრუნდებით საჯარიმოზე, გადაიხდით ჯარიმას და მიაკრავთ ნომრებს და გაიყვანთ სკუტერს უკვე სატრანსპორტო საშუალებად!)
მოკლედ მთავარი რაც ამ სქემაში მნიშვნელოვანია – არის რო vin კოდი აღმოჩნდეს რამაზე (სადღაც პლასმასების ქვეშ არის და დაშლა მომიწია ადგილზე, იმ სანაგვეში)
და მერე რო ხელის კანკალით არ გუგლოთ, რო იქნებ რომელიმე საიტმა ამოაგდოს მაგ vin-ით 49cc-ო(იმენა დანარჩენი კიდიათ, რაც არ უნდა ეწეროს სხვა – სანამ 49cc არ დადასტურდება ცუდად გაქვთ საქმე) – ჯობია თუ თქვენი სკუტერის რამაზე აღმოჩნდება “ნახმარ გაცვეთილი” სტიკერი, სადაც ყველაფერი ეგ ეწერება
(დაგუგლეთ როგორ გამოიყურება სკუტერის vin code plate-ები მაგ ინფორმაციით)
მაშინ პროცედურა ჩაივლის უმარტივესად და წამოხვალთ სახლში აწ უკვე ლეგალური სატრანსპორტო საშუალებით
UPDATE და მაგარი ამბავი: 50cc -ს არეგისტრირებენ “მოტოციკლეტად” და არა სკუტერად
და მოგიწევთ სრულფასოვანი A კატეგორიის “პრავის” აღება
მიზეზი: სპიდომეტრზე 80კმ/სთ აწერია, ყველაფერი რასაც აწერია 45კმ/სთ-ზე მეტი და შეუძლია მაგდენის განვითარება (ექსპერტი გაიკატავებს და შეამოწმებს) – ყველაფერი რეგისტრირდება “მოტოციკლეტად”
არ ვხუმრობ
პ.პ.ს. ვერცერთი სურათი სრულად ვერ აღწერს რამდენი უნომრო სკუტერი “გდია” მანდ, აღუწერელი რაოდენობაა, რამდენიმე ასეული რავი…
პ.პ.ს. არ ვაპრავებ იმას რო წესი რატო შემოიღეს თქო და არც იმას რო დავაგვიანე (მარა რო “გავეფრთხიელებიეთ” და გავეშვით 1 დღის გადაცილებისას არც ეგ იქნებოდა ურიგო)
ვამბობ იმას რო პროცედურულად “არ არსებობს” რა ქნა, თვითონაც არავინ არ იცის და 27 ოპერაციიანი რწყილი-და-ჭიანჭველაა რო დაარეგისტრირო, არადა მარტივად მოგვარდებოდა რო “გამოგატანონ” უნომრო “რაღაც”, რაც შენია
(და ჩაბარებისას რამე დროებითი სტიკერი მიაწებონ რიგითი ნომრით, რო იდენტიფიცირება მოხდეს)
და მერე თუ კიდე გაივლი, კიდე 250 ან 500 ლარი ჯარიმა, თუ არა და შეაგდე ევაკუატორზე და მოაგვარე რეგისტრაციის საქმე (ბევრად ადვილად გვარდება)
და ვამბობ კიდევ იმას რო მოტოციკლეტების ასე ღია ცის ქვეშ დაყრა არ შეიძლება, ბარემ პირდაპირ ცეცხლი წაუკიდონ რავი…”

თეგები: მოტოტექნიკასკუტერიუჩა აბაშიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved