• რეკლამა
  • კონტაქტი
03:45, ხუთშაბათი, 16 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფრანგებმა იციან, რომ ამერიკელებს მათი შერცხვენა აქვთ ნანახი და მათ ღირსებაზე ქილიკობენ” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
18:47 04-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
253

ამერიკაში მცხოვრები ექიმი ზურაბ გურული ფეისბუქზე წერს:

“იყო დრო, საფრანგეთი და ამერიკა ნამდვილად მეგობრული ქვეყნები იყვნენ. საფრანგეთმა დიდი დახმარება გაუწია ამერიკას რევოლუციური ომების პერიოდში, მათ შორის სამხედროც. ფრანგები ამარაგებდნენ გენერალ ვაშინგტონის არმიას იარაღით, ტყვია-წამლით, სამხედრო ფორმებით; უშუალო ბრძოლებშიც ებმებოდნენ ბრიტანულ ფლოტთან. ფრანგებმა აჩუქეს ამერიკას თავისუფლების ქანდაკებაც.

არც ამერიკა დარჩენია საფრანგეთს ვალში. პირველი მსოფლიო ომის დროს მილიონამდე ამერიკელი იბრძოდა ფრანგებთან ერთად. მეორე მსოფლიო ომის დროს ხომ საერთოდ ამერიკას უნდა უმადლოდეს გათავისუფლებას საფრანგეთი.
და მაინც როდის და რატომ დაიწყო საფრანგეთმა ამერიკის ათვალწუნება?
-იყიდება ფრანგული შაშხანა; გაუსროლელი; მიწაზე დავარდნილი ერთჯერ – ცნობილი ამერიკული ხუმრობაა. საფრანგეთი მორალურად გაანადგურა ნაცისტურ გერმანიასთან სამარცხვინო მარცხმა. ოკუპაციის წლები და ვიშის კოლაბორაციული რეჟიმი საოცრად გამრყვნელი აღმოჩნდა მთელი ერისათვის, მაგრამ ამ რეჟიმსაც ჰქონდა თავისი წანამძღვრები. 1936 წელს, ბერლინის ოლიმპიადის საზეიმო გახსნის ცერემონიაზე, მთელი ფრანგული გუნდი ნაცისტურად ხელაწეული მიესალმა ჰიტლერს. ფრანგულ-გერმანული შეფარული სიმპათიები არაერთხელ მატერიალიზდა სამაგიეროდ; თუნდაც 1945-ში, როდესაც პარიზის გარნიზონის კომენდანტმა, გენერალმა დიტრიხ ფონ კოლტიტცმა ჰიტლერის ბრძანება „დაიკიდა“ და ქალაქი არ ააფეთქა. ფრანგულმა საზოგადოებამ საბოლოოდ ყველაზე მწარედ ფრანგი მეძავები დასაჯა გერმანელებთან კოლაბორაციისათვის. არადა … ალბათ აქედან იწყება ფრანგული არასრულფასოვნების კომპლექსების ისტორია ამერიკელებთან მიმართებაში. ერები ძალიან წააგვანან ადამიანებს; ერთნაირი ფსიქოლოგია აქვთ.
ამიტომ, მაკრონი იქნება საფრანგეთის პრეზიდენტი თუ ლე პენი, ამერიკის მიმართ დამოკიდებულება ერთნაირი იქნება. იქნება, რადგან ფრანგებმა იციან, რომ ამერიკელებს მათი შერცხვენა აქვთ ნანახი და მათ ღირსებაზე ქილიკობენ. ამას არავინ მოითმენს; ვერ მოითმენს. სამხედრო დამარცხება ყველაზე უფრო შეურაცხმყოფელია ერისათვის, დაახლოებით ისე, როგორც საჯარო ფიზიკური დამცირება მამაკაცისათვის. სიკვდილიდან აღდგომა შესაძლებელია, მაგრამ სირცხვილის ჩამორეცხვა მხოლოდ სისხლით ხდება; ალტერნატივის გარეშე!
პათეტიკაა? არანაირად. 21-ე საუკუნეა და ომში გამოჩენილმა ფიზიკურმა სიმამაცემ და გამბედაობამ უკრაინელი ერი უცებ მსოფლიოს ავანსცენაზე დააყენა. ახალი ერი იბადება ჩვენს თვალწინ, ამაყი, უდრეკი, საკუთარ თავში დარწმუნებული, კომპლექსებისაგან სრულიად გათავისუფლებული. უკრაინა უკვე „განწირულია“ წარმატებისათვის. ის უკვე „უბნის უპირობო ყოჩია“. უკრაინასთან საქართველოს დგომა უკრაინელებს არაფერში სჭირდებათ; ეს ქართველებს სჭირდებათ საკუთარი კომპლექსების და შიშების მოსახსნელად. მეორე მსოფლიო ომის დროს „ქვემოდან გამოსვლამ“ სრულიად შეცვალა ფრანგები. რუსეთთან დაპირისპირებისას „ქვემოდან გამოსვლამ“ უმძიმესი კომპლექსები აჰკიდა ქართველებს; ფიზიკურად გადარჩენის პრიმიტიული ლტოლვის გაფეტიშებამ ხელმოცარულად აქცია ერი და ამიტომ აღარ არის პარადოქსი, რომ ქვეყნის მთავრობა ყველაზე გაუნათლებელი და უღირსი სპექტრითაა წარმოდგენილი. ამიტომ …-იყიდება ქართული ხმალი, გამოყენებული მხოლოდ სცენაზე, ბუტაფორიულ ფარიკაობაში -…”
თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

სისხლის სამართლის ადვოკატი მარიამ ჭყონია – რთული საქმეების დაცვის სტრატეგია

14:50 04-15-2026
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
ახალი ამბები

PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში

13:19 04-15-2026
როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები
ახალი ამბები

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები

21:00 04-13-2026
კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved