„ჩემმა პორტუგალიელმა მეგობარმა, რომელიც ასევე ჩემი კოლეგაა, მითხრა საქართველოს მაგალითზე ვსწავლობთო. კომპლიმენტი იყო“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ბიზნეს ონლაინთან“ საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ, ცალკე სამედიცინო სექტორი, ვერაფერს გავაკეთებდით, თუ ხელისუფლება იმ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებდა, რასაც ჩვენ ვაძლევდით.
მომენტალურად კეთდებოდა ყველაფერი. ზოგჯერ ადრეც კი იღებდნენ გადაწყვეტილებას, ვიდრე რაიმე კონკრეტულ დროს ჩვენ ვეტყოდით. ამის გათვალისწინება მნიშვნელოვანი იყო“
კომენტარები