• რეკლამა
  • კონტაქტი
17:46, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა დირექტივა მისცეს ამერიკიის არმიის 89-ე დივიზიას 1945 წლის 11 აპრილს? – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
23:46 04-09-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
271
ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული:
“1945 წლის 11 აპრილს, ამერიკის არმიის 89-ე დივიზიის მებრძოლები ბუხენვალდში შევიდნენ. ამერიკელებს მაშინ ოფიციალური დირექტივა ჰქონდათ, რომ გერმანული სამოქალაქო მოსახლეობისათვის უშუალოდ გაეცნოთ ყველა ის საშინელება, რაც მათმა მთავრობამ და თანამემამულეებმა ჩაიდინეს. ამიტომ, ერთად მოაგროვეს ბუხენვალდთან ახლოს მყოფი ვაიმარის მოსახლეობა და საკონცენტრაციო ბანაკი აწმენდინეს. ბევრს გული წაუვიდა, მაგრამ ამერიკელი ჯარისკაცები გულგრილად აგრძელებინებდნენ გვამების მარხვას.
ცნობილი ჟურნალისტი ედვარდ მაროუ იხსენებს: – იმ დროს ფართოდ იყო მიღებული შეხედულება, რომ რიგითმა გერმანელებმა არაფერი იცოდნენ ამ საშინელებების შესახებ; მაგრამ გავიდა დრო, არაერთი კვლევა ჩატარდა და აღმოჩნდა რომ ყველამ ყველაფერი შესანიშნავად იცოდა თურმე.
ისეთი საზარელი დანაშაულებები ჩაიდინა გერმანელმა ერმა კაცობრიობის წინაშე, რომ ერთადერთი გზა მათი კათარზისისათვის ამ დანაშაულებათა გრაფიკული გააზრება გახდა. აუტანელი ტკივილისა და დამცირების სრულად შეგრძნების შემდეგ გააცნობიერა გერმანელმა ერმა საკუთარი ნამოქმედარი და განწმენდილი დაუბრუნდა კაცობრიობას.
ამიტომ, არაფერია საუხერხულო რუსებისათვის იმის შეხსენებისას, რომ საკუთარი ერის ჩადენილ ბოროტებებსა და ნაძირლობაზე პასუხი უნდა აგონ. მხოლოდ ტკივილისა და დამცირების სრულად შეგრძნებითა და გააზრებით შეძლებენ განწმენდას როგორც ერი და ქვეყანა. ეს მათ სჭირდებათ ყველაზე უფრო. ჩვენთვის კი ერთგვარი მოვალეობაცაა, მოვალეობა ყველა იმ ტანჯული სულის წინაშე, რომელიც ამ უბოროტესმა ქვეყანამ შეიწირა; მოვალეობა კაცობრიობის წინაშე და ამის გაკეთება ცივი დუმილითაც შეიძლება.”
თეგები: ზურაბ გურულირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved