• რეკლამა
  • კონტაქტი
14:53, სამშაბათი, 5 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პოლიცია ურჩებს ჯოხებით სცემს – ინდოეთში მცხოვრები ქართველი (ვიდეო)

ალია ავტორი - ალია
16:36 03-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

თამარა ლაშაური წლებია, ინდოეთში ცხოვრობს, გათხოვილია და შვილიც ჰყავს. ის „პრაიმტაიმს“ დღევანდელი სიტუაციის შესახებ უყვება:

– ინდოეთში როგორც კი დაფიქსირდა ვირუსი, მალევე მიიღეს ზომები და როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ფრენებიც შეაჩერეს. ასევე გაჩერდა მატარებლების მიმოსვლაც. ვინც უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნდა, თითქმის ყველა იზოლაციაში იყო.

ამ დროისთვის 681 ინფიცირებულია ქვეყნის მასშტაბით და 14 გარდაცვლილი.

რამდენიმე დღის წინ კარანტინი გამოცხადდა და ვერავინ გადის გარეთ, თუ რაიმე სერიოზული მიზეზი არა აქვს.

პოლიცია ქუჩებში პატრულირებს და ისიც კი შეუძლიათ, ფიზიკურად გაუსწორდნენ, ვინც არ დაემორჩილება წესებს. ასეთ ურჩებს ჯოხებით სცემენ.

საკვები პროდუქტების ონლაინ შეკვეთა ისედაც ხდება ყოველთვის და ახლაც გვემსახურებიან. ასევე – აფთიაქებიც.

თუ გარეთ გადიან, დისტანციას იცავენ.

გუშინ ვიღაცამ დაპოსტეს ქართველებმა ფეისბუკში, – ინდოეთში ამდენი არიან და მხოლოდ 500 ადამიანია ჯერ ინფიცირებულიო, რასაც მოჰყვა ღლიცინი, დაცინვა და ინდოელების შეურაცხყოფა.

კომენტარები იყო დაახლოებით ასეთი:

„რა სახლში რჩებიან, ისედაც ყველა ქუჩაში ცხოვრობს, წყალიც კი არა აქვთ, „იუთუბიზე ვნახე, ტესტები არა აქვთ და იმიტომ არ იციან, თორემ უფრო ბევრი იქნება რეალურად“.
„ეგენი დღემდე ბანანის ფოთლებზე ჭამენ საჭმელს, არც ეკონომიკა უვარგათ, რა განვითარებაზეა ლაპარაკი? ტყიურებივით არიან“.

მოკლედ, მინდა ვუთხრა ამ ადამიანებს, ნუ იმსჯელებენ ჯაჯანიძის შოუში ნანახით ან „იუთუბის“ ვიდეოებით, ძალიან სხვანაირადაა აქ ყველაფერი. ინდოეთი უზარმაზარია და ძალიან კონტრასტული. შეუძლებელია, პირადად არ ნახო და ისე გამოიტანო დასკვნები!

წყალი არ გვაქვს? უკაცრავად! აქ თითოეულ საძინებელს საკუთარი აბაზანა აქვს (საშხაპე , ტუალეტი), წყალიც და შუქიც 24 საათის განმავლობაში გვაქვს, ყველა ოთახში კონდიციონერი, ძალიან დიდი კომფორტი მომსახურების სფეროში. ყველა ნორმალურ საშუალო ოჯახს ერთი მოსამსახურე მაინც ჰყავს, თუნდაც მხოლოდ იატაკის მოსარეცხად ან ჭურჭლის გასარეცხად, თუნდაც 10 წუთით დღეში. ამით ის ღარიბიც დასაქმებულია და შენც ნაკლებად წვალობ.

რაც შეეხება ღარიბ-ღატაკებს, რა თქმა უნდა, არიან მრავლად და კი ქუჩაშიც სძინავთ. დიახ, გაუპატიურებაც ხშირია, მაგრამ ეს სად არ ხდება?

როცა მაგალითად მომყავს საქართველოს 3-მილიონიანი მოსახლეობა, ზოგი ამბობს, რატომ ადარებო? რატომაც არა? სადაც ამ პატარა საქართველოში ზოგიერთს ქუჩაში სძინავს და საჭმელი ენატრება, მაშინ რატომ გიკვირთ, რომ იმ ქვეყანაში, სადაც მხოლოდ დედაქალაქის მოსახლეობა 18 მილიონია, ვინმეს რამე უჭირს? აქ ასეთ ხალხსაც აქვს ბიზნესი (ზოგი აუთოებს და ამაგით შოულობს ფულს, ზოგი, როგორ ვთქვი, ალაგებს და ა.შ).

ვიღაცამ დაწერა, ვიდეო ვნახე, ქუჩაში ისაქმებდნენო. უკაცრავად?! არ მინდა შევადარო, მაგრამ საქართველოში არ გინახავთ, მამრები რომ მიეყუდებიან და შარდავენ შუა ქუჩაში? მიწისქვეშა გადასასვლელები რატომ ყარს?

ამიტომ სანამ სხვა ქვეყნის მასხარად აგდებას გადაწყვეტთ, ცოტა მიმოიხედეთ.

ჰო, რაც შეეხება ბანანის ფოთლებზე ჭამას, ეს სამხრეთ ინდოეთში ხდება და იმიტომ არაა ასე, რომ თეფშები არა აქვთ. ეს დელიკატესია.

მედიცინის მხრივ ინდოეთი ძალიან ძლიერია და შესაბამისად, ჯერჯერობით სიმშვიდეა აქ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან  საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში

14:43 05-05-2026
რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები
ახალი ამბები

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები

23:32 05-04-2026
სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?
ახალი ამბები

სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?

21:03 05-04-2026
ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ
ახალი ამბები

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ

19:00 05-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved