• რეკლამა
  • კონტაქტი
21:00, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსული არმიის დანაკარგები” – პესკოვს თავისივე განცხადების განმარტება მოსთხოვეს

ალია ავტორი - ალია
18:13 04-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
355

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, პესკოვმა განმარტა თავისივე განცხადება რუსეთის “მნიშვნელოვანი დანაკარგების” შესახებ  და თქვა, რომ უკრაინაში სპეცოპერაციის დროს რუსული არმიის მნიშვნელოვან დანაკარგებზე საუბრისას, იგი ეყრდნობოდა თავდაცვის სამინისტროს მონაცემებს 1351 დაღუპული ჯარისკაცის შესახებ.

„ჩვენ გვაქვს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ციფრები. ეს მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, ”- ასე უპასუხა პესკოვმა კითხვას, ეყრდნობოდა თუ არა თავდაცვის სამინისტროს ბოლო გამოქვეყნებულ მონაცემებს დანაკარგების შესახებ, როდესაც, ერთი დღით ადრე Sky News-თან ინტერვიუში ამბობდა, რომ რუსეთის დანაკარგები უკრაინაში სპეცოპერაციის დროს მნიშვნელოვანი იყო. ინტერვიუს დროს, მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ “სპეცოპერაციას” უახლოეს მომავალში დაასრულებს, ან სამხედრო საშუალებებით დასახული მიზნების მიღწევით, ან მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით.

პარალელურად, პესკოვი გააკრიტიკა არაერთმა რუსმა დეპუტატმა და ისინი ამბობდნენ, რომ პესკოვის განცხადება რუსული ჯარის დანაკარგებზე კითხვის ნიშნებს ტოვებს, ისინი კითხულობდნენ, რას ნიშნავს დიდი დანაკარგი. 

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორჯერ გამოაქვეყნა მონაცემები სამხედრო სპეცოპერაციის დროს რუსული ჯარების დანაკარგების შესახებ – 2 მარტს და 25 მარტს. ბოლო მონაცემებით, უკრაინაში ჩატარებული ოპერაციის დროს 1351 რუსი სამხედრო დაიღუპა და 3825 დაშავდა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ბოლოს მონაცემით კი, უკრაინაში 19 000–მდე რუსი ჯარისკაცია უკვე დაღუპული.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ომის დაწყებიდან ორი კვირის მანძილზე, მაშინ, როცა უკრაინული მხარე ითხოვდა წითელი ჯვრის დახმარებას, რუსი ჯარისკაცების ცხედრების გადასასვენებლად რუსეთში, რუსეთი უარჰყოფდა, რომ საერთოდ ჰყავდა დაღუპული ჯარისკაცი. იგი უარჰყოფდა იმასაც, რომ წინა ხაზზე უშვებდა წვევამდელებს, სანამ უკრაინიდან არაერთი ტყვედჩავარნილი წვევამდელის ინტერვიუ არ გავრცელდა. 

თეგები: პესკოვირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved