• რეკლამა
  • კონტაქტი
06:48, კვირა, 27 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ორი თვის წინ ვამბობდი, რომ ომი დაიწყება… ახლა ვამბობ: უბედურება დატრიალდება… მოსალოდნელია ომი პოლონეთში და ბალტიისპირეთში! “ – ირმა ინაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:29 04-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
18,858
„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“გუშინ არა ერთი კომენტატორის “შეფასებებს” მოვუსმინე. ყველაზე მეტად რომან გოცირიძე დამამახსოვრდა. აი, ის რომან გოცირიძე, რომელიც არც სოხუმს იცავდა, არც ცხინვალს… ახლა კი, უკრაინის დამცველად გვევლინება. სინამდვილეში, უბრალოდ ლაყბობს, არაფრის დამცველია, პირველი ეგ გაიქცევა და ბევრია მისი მსგავსი.
უკრაინაში მსხვერპლია, ნგრევა. ეს დიდი ტრაგედია და ტკივილია. ჩემთვის პირადი ტკივილიცაა, ვინაიდან ნათესავები მყავს უკრაინაში. მარტინენკოებიც და ინაშვილებიც. ჩემი ნათესავი მარტინენკო- 23 და ჩემი ნათესავი ინაშვილი- 11.
არ აკვირდებით, აქამდე ძირითადად სახმელეთო ბრძოლები იყო. Ახლა თვითმფრინავებს ვხედავთ. დღეს სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ანუ მსხვერპლი სერიოზულად გაიზრდება. მე ამას განვიცდი და ეს მაშინებს. მინდა, საქართველო გადარჩეს!
ორი თვის წინ ვამბობდით, რომ ომი დაიწყება, არავის არ სჯეროდა. ვამბობდით: ნეიტრალიტეტზე უნდა ვილაპარაკოთ, რომ გადავრჩეთ, უკვე დღეს ზელენსკი იხვეწება ნეიტრალიტეტს.
ახლა ვამბობ: უბედურება დატრიალდება, დაბომბვა, მსხვერპლი… მოსალოდნელია, რომ ომი პოლონეთში ან ბალტიისპირეთშიც გავრცელდეს და ჩვენ, ვიმეორებ, უნდა გადავრჩეთ.
ახლა რომ ბევრი, ვითომ დამცველი გამოუჩნდა უკრაინას, ყველა გაიქცევა და ჩვენ შევრჩებით. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი სამშობლო საქართველოა და არა უკრაინა და ჩვენ ომს უნდა ავცდეთ, რომელიც კარს მოგვადგა. კანცლერი შოლცი რუსებთან მუდმივად ლაპარაკობს და ეს ღალატი არ არის. მაკრონიც ლაპარაკობს და არც ესაა ღალატი. ზელენსკი ნეიტრალიტეტსაც იხვეწება და პუტინთან შეხვედრასაც და მოღალატე არ არის. ჩვენ რუს დეპუტატებს ვუთხარით, – ომი არ გვინდა, მშვიდობა გვინდა, მტრობა არ გვინდა, ნეიტრალიტეტი გვინდა და ეს ყოფილა ღალატი!
ვის ან რას ვღალატობთ. უკრაინას ვღალატობთ? ვიმეორებ: შოლცი, მაკრონი, თვითონ ზელენსკი, ერდოღანი, სხვები ამ წუთებშიც ლაპარაკობენ რუსეთთან. მათთვის ეს შეიძლება. ჩვენთვის- არა?! მეტს გეტყვით, სააკაშვილმა ნეიტრალიტეტზე რომ დაიწყო ლაპარაკი, გმირად გამოაცხადეს. სააკაშვილი და კალაძე რომ ჩავიდნენ მოსკოვში და თქვან: მშვიდობა გვინდა, ტვ პირველიც და “იმედიც” გმირებად გამოაცხადებენ. ჩვენ კი, უბრალოდ გვლანძღავენ. რატომ? იმიტომ, რომ საზოგადოება უნდა დააბნიონ, შეაშინონ, საღი აზრი მოსპონ, საყოველთაო ფსიქოზი უნდა გამოიწვიონ და ამ ფსიქოლოგიური ტერორის პირობებში სააკაშვილს სახელმწიფო გადატრიალება უნდა, ზელენსკის კი- საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ამიტომაც ლაპარაკობს, რომ საქართველოდან რუსეთში ვითომ იარაღი შედის. ეს ყველაფერი უნდა გავიაზროთ, რომ ომს ავცდეთ. თორემ ესენი ისევ გაიქცევიან. ჩვენ კი, ისევ აქ დავრჩებით.
აქ დავრჩებით და ჩვენს სამშობლოს დავიცავთ, რაც ბევრჯერ გაგვიკეთებია და კიდევ გავაკეთებთ.”

“ვინ მოაწერს ნეიტრალიტეტზე ხელს, სანამ რუსეთი ჯარს არ გაიყვანს? რეფერენდუმი ვერ ჩატარდება სანამ სხვა ქვეყნის ჯარი დგას!” – ზელენსკი

თეგები: ირმა ინაშვილირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved