• რეკლამა
  • კონტაქტი
07:02, პარასკევი, 5 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს ჩემ ირგვლივ ხდებოდა – სახლიდან გაჰყავდათ, საფლავს ათხრევინებდნენ და ხვრეტდნენ” – რეხვიაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:35 04-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
278

ჟურნალისტი, ნაზიბროლა რეხვიაშვილი:

“კიდევ არაერთი უმძიმესი სისასტიკე ჩაიდინეს.
ძალიან ახლობელ ადამიანებთან მითქვამს და ერთხელ დავწერე კიდეც, რომ იმ საშინელების შესაჩერებლად, რაც ხდებოდა, ერთადერთ გზად მართლა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება მიმაჩნდა.
ჩათვალეთ, რომ უვიცი და უგუნური ვიყავი.
სხვა ხსნას ვერ ვხედავდი, არ ჩანდა, არც დასავლეთიდან, არც – არსაიდან.
და ჩვენ კი ამ ბოროტების შეჩერების შესაძლებლობა არ გვქონდა.
ძალიან მძლავრი იყო ურჩხული და ფაქტობრივად, განიარაღებული ვიყავით ჩვენ.
არაერთი გმირის თავდაუზოგავი ბრძოლა და მცდელობა, რომ ეს ჯოჯოხეთი შეეჩერებინა, რუსეთს არ აკავებდა.
იმ ომში იბადებოდნენ გმირები და იხოცებოდა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ხოცავდნენ წამებით, ტანჯვით, გაუპატიურებითა და ათასგვარი შეურაცხყოფით.
ასე უბრალოდ, სახლიდან გაჰყავდათ, საფლავს ათხრევინებდნე და ხვრეტდნენ.
ჩემ ირგვლივ ხდებოდა ეს სისასტიკე!
და მინდოდა, ეს საშინელება დასრულებულიყო, ყველაფრის ფასად, თუნდაც ეს რუსეთთან საერთო ენის გამონახვა ყოფილიყო, თუნდაც კვლავ მის რესპუბლიკად ყოფნა. ოღონდ ადამიანები აღარ დაეხოცათ, ბავშვები არ გაეუპატიურებინათ, ახალგაზრდები და მოხუცები არ ეწამებინათ, არ… არ… არ…
მეშინოდა!
დღეს ვიცი, რომ ეს არაადეკვატური, მცდარი, უსუსური დამოკიდებულება იყო.
დღეს მრცხვენია ამის, თუმცა თავს ვამართლებ, რომ იმ ჯოჯოხეთში საღად აზროვნების უნარი არც მქონდა, არც ამდენი ვიცოდი და არც დასავლეთის მხრიდან ჩანდა ასეთი თანადგომა.
დღეს, როცა მწერენ ხოლმე, რას პოსტავ, ომი გინდაო, სულ ვფიქრობ, როგორ ავუხსნა ახლა ამას, რომ თუ ვინმეს არ უნდა ომი, ერთ-ერთი მე ვარ მათ შორის.
როგორ ავუხსნა, რომ რუსეთთან არ გამოდის დიალოგი, არ გამოდის ურთიერთობის დალაგება.
მას უნდა შენი ტერიტორია და შენი მორჩილება. ან ემორჩილები, ან გაგანადგურებს. მორჩილსაც გაგანადგურებს, რა თქმა უნდა, ოღონდ ეგ უსისხლოდ ხდება და ისე თვალშისაცემი არაა ყველასთვის, როგორიც სისხლიანი და ქუჩებში გვამებით სავსე ომია.
ერთადერთი არჩევანი გვაქვს: ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვხდებით და ასე ვახერხებთ გადარჩენას. მხოლოდ ეს იქნება რუსეთისთვის შემაკავებელი ფაქტორი.
სხვა გზა ჩვენი სახელმწიფოებრიობის განადგურებას ნიშნავს. ამ ფასად კი ძალიან ძვირფასს – სიცოცხლესაც ვერ გადავირჩენთ.
ამიტომ ამხელა ფასის გადახდა არ ღირს. სიცოცხლესაც ისე წაგვართმევს ეგ ურჩხული, როგორც სახელმწიფოებრიობას. ცოცხალი ლეშივით დაგვტოვებს, როცა სიცოცხლეც სულერთია და სიკვდილიც.
და იქნებ მანამდე, საერთაშორისო ძალისხმევით, თვითონ ჩამოიშალოს და დაუძლურდეს.
#რუსეთიკლავს
#პუტინიმკვლელია
#მემტკივააფხაზეთი“
თეგები: ნაზიბროლა რეხვიაშვილირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი
ახალი ამბები

განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი

13:38 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved