• რეკლამა
  • კონტაქტი
15:36, სამშაბათი, 16 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს ავადმყოფი სტალინის ფანია და მის კოპირებას აკეთებს” – რა გააკეთა სტალინმა პოლონეთში, საქართველოში, ლიტვაში და რა ვერ გააკეთა ფინეთში? – ბექა კობახიძე

ალია ავტორი - ალია
02:47 04-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,758
ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე:
“ამასწინათ, ჭავჭავაძის ცენტრის თხოვნით, ბლოგი დავწერე პოლონურ ფილმზე “კატინი”.
ბევრმა თქვენგანმა იცის ეს ისტორია, მაგრამ შეგახსენებთ. კატინის ტყეში სტალინის ბრძანებით განადგურდა მთელი პოლონური ელიტა, 22 ათასი ადამიანი, კეფაში გასროლით. ამ დანაშაულიდან მთელი 50 წლის მანძილზე საბჭოთა პროპაგანდა მსოფლიოს ეუბნებოდა, რომ ეს ხოცვა-ჟლეტა გერმანელებმა მოაწყვეს.
ახლა რაზე გამახსენდა ეს: ცინიკურად, ბუჩას დანაშაულთან დაკავშირებით, რუსეთმა მოიწვია გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა. ცხადია, ამ სხდომაზე უკრაინელებს უნდა დასდონ ხოცვა-ჟლეტაში ბრალი.
კიდევ რა ხდება: თუ დააკვირდით, სადაც შედიან მერებს ან კლავენ ან აპატიმრებენ ან დაშინებით თავისკენ იბირებენ. უკრაინული მხარე ამბობს, რომ ციმბირში მასობრივად გზავნიან მოსახლეობას. მაღალი ალბათობით, ბევრს ადგილზე კლავენ.
ეს ავადმყოფი ხო სტალინის ფანია და მის კოპირებას აკეთებს.
რას ნიშნავს მერების კვლა, ადამიანების ციმბირში გაყვანა და ხოცვა: 1921-1938 წლებში სტალინმა ფიზიკურად გაანადგურა ან განდევნა ქართული ელიტა. დატოვა ის ხალხი, ვინც წერა-კითხვა საბჭოთა დროს ისწავლა. ის თვლიდა, რომ ასე წინააღმდეგობას მოკლავდა და მასისგან შექმნიდა საბჭოთა სახელმწიფოსადმი ლოიალურ ხალხს. იგივე ქნა კატინში 1940 წელს. იგივე ქნა ლიტვაში 1945-1953 წლებში და ა.შ.
ვერ ქნა ფინეთში, რადგან იქ დაინახა, რომ ელიტა და მასა ერთიანი იყო და ყველას ვერ მოკლავდა. ამიტომ არ მოხდა ფინეთის სრული ოკუპაცია.
ჰოდა ეს ავადმყოფიც თვლის რომ ცენტრალური და დასავლეთი უკრაინა ფინეთისებრია, ხოლო აღმოსავლეთ უკრაინაში შესაძლებელია სტალინური წმენდა, რომლის შემდეგაც ის მიიღებს რუსეთისადმი ლოიალურ ნოვოროსიას. რეალურად, ეს არის მათი “დენაციფიკაცია”. ანუ, ვინც თავს უკრაინელად თვლის და რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს, უნდა განადგურდეს. დარჩენილი რუხი მასა – “ბიდლო” – უნდა შეერწყას რუს ერს.
2022 წელს სტალინური ტერორის რესტავრაცია დაუჯერებელი ჯოჯოხეთია. სტალინური ტერორისგან განსხვავებით, ეს ნაცისტურია და ეროვნული ნიშნით ტარდება.”
თეგები: ბექა კობახიძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?
ახალი ამბები

რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?

14:42 06-16-2026
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია – ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
ახალი ამბები

საქართველოს AI ნაკრები ცნობილია – ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ

13:03 06-16-2026
სილქნეტის საზაფხულო შეთავაზება
ახალი ამბები

განაახლე ტექნიკა  “მერე” ბარათით სილქნეტის საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში

12:55 06-16-2026
სასტუმრო ტელეგრაფში ნინო ყიფშიძის ტექსტილის ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართა
ახალი ამბები

სასტუმრო ტელეგრაფში ნინო ყიფშიძის ტექსტილის ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართა

12:12 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved