• რეკლამა
  • კონტაქტი
21:50, ორშაბათი, 28 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ ყველაფრის ფონზე ჩვენი ეკლესიის პოზიცია, არაერთგვაროვანია..ფარისევლობაა, ციტირებდე წმინდა წერილიდან და …” – დედა სიდონია

ალია ავტორი - ალია
15:19 04-03-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
104

დედა სიდონია უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე სტატუსს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მისთვის, როგორც ქრისტიანისთვის, სიფრთხილე შიშის გამო მიუღებელია.

“მტერი ერთმორწმუნე ვერ იქნება, ან ერთია ან მეორე, რადგან, არავის ძალუძს ღმერთსაც ემონოს და მამონასაც. ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან პირიქით – “ვერვის ხელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად”.

ერთმორწმუნე არც დაუცველ და უმწეო ბავშვებს დაგიხოცავს, არც ტაძრებს დაგიბომბავს და არც სიწმინდეებს შეგიბილწავს.

ფარისევლობაა, ციტირებდე წმინდა წერილიდან და საქმით არ ემსახურებოდე სიკეთეს. თვალთმაქცობაა, ზედმიწევნით იცოდე სჯული უფლისა მაგრამ, ებრძოდე – ქრისტიანობას! რომელიც ძმათა შორის მშვიდობას ქადაგებს. ფარისეველი ადამიანის სულიერი თვალი დაბნელებულია და ებრძვის სიმართლეს, იგი ჭეშმარიტებისგან ძალიან შორს დგას და სინათლე სიბნელედ მიაჩნია.

ამ ყველაფრის ფონზე ჩვენი ეკლესიის პოზიცია, არაერთგვაროვანია. სინოდის წევრი ეპისკოპოსების ნაწილი ღიად და დაუფარავად გმობს უკრაინაში რუსეთის ძალადობრივ ქმედებებს. ნაწილი მღვდელმთავრების პოზიცია კი, ლოიალურია, ან რუსეთისადმი სიმპათიის და სიახლოვის, ან ერთგვარი სიფრთხილე შიშის გამო, რაც ჩემთვის, როგორც ქრისტიანის პოზიცია – სრულად მიუღებელია!

ჩემთვის, წითელი ხაზი ის ღირებულებებია, რომელზედაც მყარად ვდგავარ. საერთო ინტერესების მოღალატე ინდიფერენტული, კონფორმისტი ადამიანი ვერ იქნება მტკიცე და საყრდენი საზოგადოებისთვის.

რუსეთ-უკრაინის ომი იგივეა, რაც რუსეთ-საქართველოს ომი! ფეხდაფეხ უნდა მივყვებოდეთ მათ, რადგან, მსგავსი შესაძლებლობა იშვიათად გვეძლევა. ახლა სიმართლე შავზე თეთრითაა დაწერილი მთელი მსოფლიოსთვის და ის მზადაა ცვლილებებისთვის.

საზოგადოებაში რომელი რელიგია თუ კულტიცაა ყველაზე გავლენიანი, ყოველთვის ცდილობენ მას ამოეფარონ და იოლად მოიპოვონ საზოგადოების ნდობა თუ განწყობა. ეს არ ახალია…მთავარი მოძღვრება არის – მოყვასის სიყვარული და პატივისცემა, ურთიერთობის, სხვისი აზრის მოსმენის კულტურა, მშვიდობა, მიტევება და საკუთარი ეგოზე მაღლა სახელმწიფო ინტერესების დაყენება!” – წერს დედა სიდონია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა

14:03 09-28-2026
iCash.ge-ის სავაჭრო პროგრამა ავტონაწილების მაღაზიებისთვის
ახალი ამბები

iCash.ge-ის სავაჭრო პროგრამა ავტონაწილების მაღაზიებისთვის

13:12 09-28-2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved