• რეკლამა
  • კონტაქტი
20:36, ორშაბათი, 2 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მაკლერების ახალი თაღლითობაა, რუსებსა და ბელორუსებს აგოიმებენ…. ბოლო ჯამში ბაზარი ჩამოიშლება” – გიორგი გოგეშვილი

ალია ავტორი - ალია
16:26 04-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
394

პიარტექნოლოგი, გიორგი გოგეშვილი:

“- ალო!

– და?

– გამარჯობა, თქვენი განცხადება ვნახე მაიჰოუმზე, ისევ აქირავებთ ბინას?

– აა, დიახ. რამდენიმე განცხადება მიდევს, თქვენ რა ფასიანზე მირეკავთ?

– 400$, 1240 ლარი აწერია.

– აა, მანდ შეცდომაა ვალუტაში, 1240 $ უნდა ეწეროს.

____

1-2 ჯერ გგონია რო შეცდომაა, მერე აღმოაჩენ რო მაკლერების ახალი თაღლითობაა, რუსებსა და ბელორუსებს აგოიმებენ. ეუბნებიან – ლარში აღნიშნული თანხა, რეალურად დოლარშიაო.

მეიჯარე რომელიც 800 ლარიან ბინას (გაძვირების გათვალისწინებით) 1500 ლარად აქირავებს, მაკლერები ამ ბინას კი 1500 ლარად დებენ, მარა დარეკვისას 1500 $-ს გეუბნებიან.

შესაბამისად გარდა გაზრდილი მოთხოვნისა (30-50%), ფასები ხელოვნურადაა ავარდნილი (200-300%) და იქმნება ილუზია უძრავი ქონების გაძვირების.

ბოლო ჯამში ბაზარი ჩამოიშლება, დასტაბილურდება და მიუახლოვდება რეალურს, მაგრამ ჩამოშლამდე დიდ ზიანს მიაყენებს მოსახლეობას. ჩამოშლის შემდეგ კი, კიდევ უფრო მეტ ადამიანს მოიყოლებს. ბოლოს ხახვის ფასი ექნება უძრავ ქონებას. (მოკლე პერიოდში ვინც მოასწრებს, იხეირებს)

რასაც ვეღარასდროს გამოვასწორებთ, არის:

ჩამოშლის და დასტაბილურების შემდეგ მივიღებთ შეცვლილ დემოგრაფიას და შეგვრჩება ქალაქი (ქვეყანა) სადაც

  • ცენტრალური ნაწილში კონცენტრირებული იქნებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც სიძვირის მოუხედავად ახერხებენ უძრავი ქონების დაქირავება/შეძენას,
  • ქალაქის გარეუბანსა და პერიფერიაში გადანაწილდება ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებმაც მაღალი ფასის გამო გააქირავეს (გაყიდეს) თავიანთი ბინები და თავად გარეუბანში გადავიდნენ (იაფად),
  • გარეუბანში გადაინაცვლებს ის რაოდენობაც, ვინც მანამდეც და ისედაც იჯარით სარგებლობდა და გაზრდილი ქირის გამო მოუწიათ ბინის დაცლა, იაფი ვარიანტის ანუ გარეუბანში ძებნა.

ბოლო ორი კატეგორიის გარეუბანში გადანაცვლება, გარეუბანშიც გაზრდის მოთხოვნას და შესაბამისად – ფასს. იქაც იგივე სცენარით, მოიჯარეებს დაცლას მოსთხოვენ, რომლებიც კიდევ უფრო შორს დაიწყებენ ძებნას + არსებული და ახალი მეიჯარეები, რომლებიც თავადაც იაფიან, ანუ უფრო პერიფერიაში გადაინაცვლებენ და აშ…

სერიიდან: ჩვენ სტუმართმოყვარე ერი ვართ ბიძი, რუსი ჩვენი ერთმორწმუნეა ბიძი. ჩვენს ძმებთან ვიზა რას გვინდა ბიძი?! – ამ დროს ტელეფონის ზარი აწყვეტინებს საუბარს და პასუხობს: და, და, სლუშაიუ…

2 სერიიდან: 32 კგ. იან სსრკს დროინდელ ჰანტელს ხო არ ყიდით? 10 000 ლარს გადავიხდი დღესვე. ვაახ რა გახდა? ყველა გირებს რატო ეძებს?”

 

თეგები: გიორგი გოგეშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved