• რეკლამა
  • კონტაქტი
04:54, ხუთშაბათი, 4 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“15 000 ტონა ხორბალს და 30 000 ტონა სიმინდს შევიძენთ” – “ჩირინას” შეთავაზება მარცვლეულის მწარმოებლებს

ალია ავტორი - ალია
20:09 03-31-2022
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,750

„ჩირინას“ დამფუძნებელს რევაზ ვაშაკიძეს ქართველი ფერმერებისთვის შეთავაზება აქვს.

კომპანია ფერმერებისგან, რომლებიც ხორბლისა და სიმინდის მოყვანით არიან დაკავებულები, ნედლეულს ჩაიბარებს. კერძოდ, ჩირინა  სურვილის შემთხვევაში ხელშეკრულებას წინასწარ შესყიდვაზე ფიქსირებული ფასით დღესვე გააფორმებს და საქართველოში მოყვანილ ხორბალსა და სიმინდის შეიძენს.

როგორც რევაზ ვაშაკიძე გადაცემა “საქმიან დილაში” აცხადებს, საუბარია წელიწადში 30 000 ტონა სიმინდსა და 15 000 ტონა ხორბალზე. მისივე თქმით, კომპანიის ინიციატივა ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას ემსახურება, რომლის საშუალებითაც ქვეყანა იმპორტირებულ ნედლეულზე აღარ იქნება დამოკიდებული, უახლოეს მომავალში კი ექსპორტსაც შეძლებს.

„სამწუხაროდ, დღემდე ქვეყანაში საბჭოთა სოფლის მეურნეობის ხედვაა, რომლის მიხედვითაც საქართველო მარცვლეულის იმპორტით რუსეთზეა დამოკიდებული. ამ დროისთვის რუსეთიდან ოფიციალურად ხორბლის ყიდვა შეუძლებელია, უკრაინაში პორტებია დაკეტილი, რთული ვითარებაა თურქეთსა და შვი ზღვის ქვეყნებშიც. ეს ვრცელდება ქათმის ხორცზეც და შეიძლება მალე ეს პროდუქტი დეფიციტშიც იყოს.

ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ხორბლისა და სიმინდის ადგილობრივი მწარმოებელები გავხდეთ, ამისთვის კი სოფლის მეურნეობაში სწორი ეკონომიკური პოლიტიკაა საჭირო. სახელმწიფო ასუბსიდირებს მალფუჭებად ყურძენს, ფქვილს.. ეს უნდა შეიცვალოს და ყურადღება საბაზისო პროდუქტის წარმოებაზე უნდა გამახვილდეს.

„ჩირინას“ 45 000 ტონა სათავსო აქვს. ამიტომ, ჩვენ ფერმერებს წინასწარ შესყიდვაზე მემორანდუმს გავუფორმებთ, ჩავიბარებთ იმ დროს რა პერიოდშიც ისინი გაყიდიან და იმ ფასად, რაც საერთაშორისო ბაზარზე იქნება. კონკრეტულად 2022 წელს ჩირინა ადგილობრივი მეწარმეებისგან 30 000 ტონა სიმინდს და 15 000 ტონა ხორბალს შეიძენს“ – აცხადებს რევაზ ვაშაკიძე.

წყარო – bm.ge

“ვიბარებთ სიმინდს და ხორბალს” – “ბიუ ბიუ”-ს ქათმების მწარმოებელი კომპანია “ჩირინა” ფერმერებს მიმართავს

თეგები: ბიუ ბიუსიმინდისიმინდის ჩაბარებახორბალიხორბლის ჩაბარება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

გიორგი თხელიძე Financial Times-ის გლობალური ბანკინგის სამიტზე სპიკერის რანგში წარდგა – თიბისი
ახალი ამბები

გიორგი თხელიძე Financial Times-ის გლობალური ბანკინგის სამიტზე სპიკერის რანგში წარდგა – თიბისი

16:23 12-03-2025
თიბისის კიდევ ერთი სტუდენტური შეთავაზება დეკემბერში
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი სტუდენტური შეთავაზება დეკემბერში

15:33 12-03-2025
როცა იცი, ვის დაუსვა კითხვები, სწორ პასუხებსაც აუცილებლად მიიღებ – თიბისი, ბიზნესების მხარდასაჭერად, ახალ კამპანიას იწყებს
ახალი ამბები

როცა იცი, ვის დაუსვა კითხვები, სწორ პასუხებსაც აუცილებლად მიიღებ – თიბისი, ბიზნესების მხარდასაჭერად, ახალ კამპანიას იწყებს

15:16 12-03-2025
დადექი თიბისის დეკემბრის მარათონის სასტარტო ხაზზე თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

დადექი თიბისის დეკემბრის მარათონის სასტარტო ხაზზე თიბისის მობაილბანკში

14:58 12-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved