• რეკლამა
  • კონტაქტი
04:55, ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Energy Community სემეკს ენერგეტიკული რეფორმის განხორციელებაში ტექნიკურ დახმარებას გაუწევს

ალია ავტორი - ალია
13:44 03-31-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

 

ენერგეტიკული თანამეგობრობა (Energy Community) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში რეფორმების განხორციელებაში ტექნიკურ დახმარებას გაუწევს. აღნიშნული შეთანხმება სემეკსა და Energy Community-ს შორის დღეს გამართულ შეხვედრაზე შედგა, სადაც ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს ახალმა ხელმძღვანელმა, არტურ ლორკოვსკიმ და სამდივნოს სხვა წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ენერგეტიკული რეფორმის განხორციელებაში სემეკის, როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მნიშვნელობასა და როლს.

სემეკში გამართულ Energy Community-ს სამდივნოს ახალი ხელმძღვანელის გაცნობით შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, სემეკის წევრები, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტისა და იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელები. მათ ენერგეტიკული თანამეგობრობის წარმომადგენელებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ. მადლობა გადაუხადეს სამდივნოს გაწეული დახმარებისათვის და ხაზი გაუსვეს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ სემეკისთვის გაწეული დახმარების ეფექტიანობას კანონქვემდებარე აქტების შემუშავებაში.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების საფუძველზე საქართველო ენერგეტიკული თანამეგობრობის (Energy Community) წევრი 2016 წელს გახდა, რის საფუძველზეც საქართველოს დაეკისრა ევროკავშირის ენერგეტიკული საკანონმდებლო აქტების შესრულებისა და ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების ვალდებულება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved