• რეკლამა
  • კონტაქტი
05:47, ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტაქსების რუსულ კომპანიებს ФСБ-თვის მონაცემების გადაცემის ვალდებულება ექნებათ – რამდენად სანდოა “იანდექსი”?

ალია ავტორი - ალია
11:28 03-31-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
149

რუსეთი აპირებს ტაქსის მძღოლებსა და სატრანსპორტო სერვისების პროვაიდერებს მოსთხოვოს ФСБ-ს [ფედერალური უსაფრთხოების სამსახური] პირდაპირ რეჟიმში გაუზიარონ ინფორმაცია მგზავრებისა და მარშრუტების შესახებ. შესაბამისი კანონპროექტი რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ეკუთვნის, რომლის თანახმადაც უსაფრთხოების სამსახურს ექნება უფლება – მიიღოს, დაამუშაოს და შეინახოს ინფორმაცია მგზავრებისა და შეკვეთების შესახებ.

BMG დაინტერესდა არის თუ არა ახალი კანონპროექტი საფრთხის შემცველი ქართველი მომხმარებლებისთვისაც, რომლებიც რუსულ “იანდექსის” ტაქსის აპლიკაციას საქართველოში იყენებენ. BDO-ს კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელს ანზორ მეხრიშვილის თქმით, ეს საფრთხე ამ კანონის მიღებამდეც არსებობდა, რადგან რუსული კომპანია მონაცემებს რუსული კანონმდებლობის შესაბამისად ამუშავებს.

“როცა საშუალება გვქონდა ყოველთვის ვამბობდით, რომ იანდექსის აპლიკაციის გამოყენება ნაკლები ყოფილიყო. რეალურად ამ სერვისს იყენებენ, რადგან უფრო იაფია, თუმცა არად აგდებენ იმას, რომ მათი პერსონალური მონაცემები: გადაადგილების მარშრუტი და ა.შ შესაძლოა რუსეთის მიერ დამუშავდეს”,-ამბობს მეხრიშვილი.

მისი განმარტებითვე, მომხმარებლის ისტორია გადაადგილებაზე, გამოძახებებზე და ა.შ აპლიკაციაში არ ინახება და თავს იყრის მონაცემთა ბაზაში. კერძოდ, როცა მომხმარებელი სისტემაში რეგისტრირდება მონაცემთა ბაზაში კონკრეტულ ადამიანზე “ჩანაწერი კეთდება”, რაც მოიცავს აპლიკაციაში მოთხოვნილ სავალდებულოდ შესაყვან პერსონალურ მონაცემებს, ასევე მომხმარებლის გადაადგილების ისტორიას და სხვა.

“ასეთ ინფორმაციას ამუშავებს ნებისმიერი აპლიკაცია, თუმცა, როცა საუბარი გვაქვს სანდო აპლიკაციებზე, რომელთა მფლობელებიც მაგალითად ევროკავშირის ტერიტორიაზე ოპერირებენ, ისინი მონაცემთა შენახვის წესებს იცავენ. რუსული აპლიკაციების გამოყენება სანდო არ არის, რადგან კანონმდებლობა მათ ავალდებულებს “საჭიროების შემთხვევაში” ეს ინფორმაცია გადასცენ. განსხვავებით აშშ-სგან, სადაც APPLE-სა და FBI-ის დავა ჰქონდათ, გაეცათ თუ არა ინფორმაცია კონკრეტულ ტერორისტზე”,-ამბობს BDO-ს წარმომადგენელი.

ამის გათვალისწინებით, ანზორ მეხრიშვილი მოსახლეობას ურჩევს, არ გამოიყენონ ან მაქსიმალურად შეამცირონ რუსული აპლიკაციების გამოყენება.

“აპლიკაციამ მეილის მისამართიც რომ მოგთხოვოს, ან ბარათის გადახდის შემთხვევაში – საბარათე ინფორმაცია, ამ მეილის მითითების შემდეგ გარკვეულმა ჯგუფმა/სამსახურმა უკვე იცის კონკრეტული ადამიანი რომელი ელექტრონულ ფოსტას იყენებს. შესაბამისად, ფიშინგი იქნება თუ ტელეფონზე გაგზავნილი ყალბი შეტყობინება ან/და დეზინფორმაცია, ისინი ამ მისამართებს იყენებენ.

ჩვენ გვაქვს კანონი “პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ”, რომლის საფუძველზეც, ჩემი აზრით, “ინადექს ტაქსის” ადგილობრივი წარმომადგენლობის ინსპექტირება უნდა მოხდეს. ასევე ტექნიკურად უნდა შეისწავლონ, როგორ მუშავდება მონაცემები ანუ როგორ ხდება საქართველოს მოქალაქეების პერსონალური მონაცემების დამუშავება და როგორ არის ის დაცული აქაური წარმომადგენლობის მიერ”,-ამბობს მეხრიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved