• რეკლამა
  • კონტაქტი
17:33, პარასკევი, 19 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სამი რამ, რაც ვერ გათვალა პუტინმა – ზურაბ ბატიაშვილი

ალია ავტორი - ალია
01:58 03-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,089

ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:

 

“რა ვერ გათვალა პუტინმა?

ჩემი აზრით, პუტინს 3 ძირითადი არასწორი გათვლა (miscalculation) ჰქონდა, რამაც ლოგიკურად რუსეთის ახლანდელ მდგომარეობაში ჩავარდნა გამოიწვია:

1) ვერ გათვალა უკრაინელი ხალხისა და არმიის წინააღმდეგობის ძალა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა მილიარდობით დოლარი ხარჯეს (ზოგიც, უბრალოდ მკვდარ სულებზე გააფორმეს და ჯიბეში ჩაიდეს) უკრაინაში ხალხის მოსყიდვაზე, მაგ საქმისგან მაინც არაფერი გამოვიდა. რაც არ უნდა ფული ხარჯო, მთელ ხალხს და არმიას მაინც ვერ მოისყიდი. შესაბამისად, ყვავილებით არავინ დახვდა და 3 დღეზე გათვილილი შეჭრა უვადო ომში გადაიზარდა;

2) ვერ გათვალა საკუთარი არმიის შესაძლებლობები. მიუხედავად კოლოსალური თანხის ხარჯვისა, რუსი ჯარისკაცი (მცირედი გამონაკლისი ელიტალური ნაწილების გარდა. მაგრამ ეს მომზადებული სადესანტო ნაწილებიც პირველივე დღეებში დაკარგეს) ისეთივე ჩაუცმელი, მშიერი და ომისთვის მოუმზადებელია, როგორიც ბოლშევიკების მმართველობის პირველ წლებში იყო. აქაც ჩამომპალმა კორუფციულმა სისტემამ შეჭამა ათეულობით მილიარდი დოლარი;

3) ვერ გათვალა დასავლეთის რეაქცია (მიუხედავად იმისა, რომ იქაც დიდი ფული ხარჯა) და ერთიანი პასუხი, რომელიც ძალზედ მალე მოეგო გონს და მათ შორის სერიოზული სამხედრო დახმარება გაუწია უკრაინას, ხოლო რუსეთი სანქციებით ეკონომიკურად და პოლიტიკურად კედელთან მიაყენა. შედეგად, რუსეთი ეკონომიკური და პოლიტიკური კრახის პირას მივა.

ბუნებრივია, ასე ემართება ყველას, ვინც დიდი ხნითაა ხელისუფლებაში და ვეღარ აღიქვამს რეალობას.

როგორც ყველა დიქტატორი, ისიც საკუთარი პროპაგანდის ტყვეობაშიც მოექცა – გავიხსენოთ მისი წერილი რუსებისა და უკრაინელების “ერთიანობის” შესახებ, გაუთავებელი მითები და პროპაგანდა რუსული არმიის უძლეველობის შესახებ, ასევე დასავლეთის “გარყვნილებისა” და “ცვედანობის” შესახებ. და ეს სისულელეები იმდენი ხანი იძახეს, რომ პირველ რიგში თავად დაიჯერეს.

თან დარწმუნებული ვარ, პუტინს ძირითადად იმას მოახსენებდნენ, რისი მოსმენაც მას სურდა.

მოკლედ, ისეთი არაფერი მომხდარა მის თავს, რაც სხვა დიქტატორებს არ დამართნიათ. უბრალოდ, სხვა მასშტაბებია.

პუტინის ამ არასწორმა გათვლებმა გამოიწვია ეს საშინელი ომი უკრაინასთან, მაგრამ მეორეს მხრივ, ისევ ეს ომი აჩქარებს იმპერიის ნგრევის პროცესს.

აქედანვე ცხადია, რომ ეს ომი უდიდეს ცვლილებებს მოიტანს მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის ჩვენთვისაც.”

 

 

შეიძლება იყოს 1 ადამიანი-(ი)ს გამოსახულება
თეგები: ზურაბ ბატიაშვილირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
გახსენი 20-21 დეკემბრის შეთავაზებები თიბისის საახალწლო კალენდარზე
ახალი ამბები

გახსენი 20-21 დეკემბრის შეთავაზებები თიბისის საახალწლო კალენდარზე

12:43 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved