• რეკლამა
  • კონტაქტი
20:30, ორშაბათი, 4 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როგორც კი ტყეები შეიფოთლება, აგრესორს ნამდვილი ჯოჯოხეთი ელის“ – რისთვის ემზადებიან უკრაინელები? – დაზვერვა

ალია ავტორი - ალია
23:37 03-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
600

უკრაინის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის უფროსი, გენერალი კირილო ბუდანოვი გამოცემა  The Nation-თან ამბობს:

რუსების შეჭრის შესახებ უკვე სრულიად ნათელი იყო ნოემბრის თვეში. რუსები იმდენად იყვნენ დარწმუნებულები საკუთრ წარმატებაში, რომ სადაზვერვო ინფორმაციას იმისდა მიხედვით კი არ კრებდნენ, რა იყო რეალობა და რა არა, არამედ ცდილობდნენ სასურველი რეალობად წარმოეჩინათ . ამასობაში უკრაინის სამხედრო დაზვერვა მხოლოდ რეალურ ვითარებას სწავლობდა.

უკრაინის არმიის წარმატების მიზეზი სწორედ ესაა. გარდა ამისა, უკრაინელებს ჰყავთ ინფორმატორები ჩრდილოკავკასიურ დანაყოფებშიც, რომელთაც რუსეთი ქალაქებში ბრძოლებისათვის სპეციალურად ამზადებდა.

სინამდვილეში ჩეჩნების ძალიან მცირე რაოდენობა აღმოჩნდა უკრაინის ტერიტორიაზე, ძირითადი ნაწილი კი ბელორუსში ტიკ-ტოკისათვის პოზირებდა და ვიდეოებს იღებდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ  კადიროვს თვისი სამხედროების გაწირვა არ უნდა, ან ეს დანაყოფები საერთოდ არ არიან ბრძოლისუნარიანი.

პარტიზანული ბრძოლებისთვის რუსების წინააღდეგ მომზადებულია ათასობით ადამიანი და შესაბამისი პირობების დადგომისთანავე ამოქმედდებიან კიდეც. რუსებმა იციან, რომ ისინი მტრულ მიწაზე არიან და ხანგრძლივი დროით წარმატების შანსები მცირე აქვთ.

ჩემი სამუშაოს ერთ–ერთი მთავარი კომპონენტი სწორედ პარტიზანული რაზმების ორგანიზება იყო, რომლებიც რუსეთის  ზურგში დარჩებიან. ამაში უამრავი ადამიანია ჩართული, რაც ხანგრძლივ პარტიზანულ მოძრაობას ნიშნავს, როგორიც იყო ავღანეთში ან ვიეტნამში. ჩვენი მებრძოლები, ჩვენი სამხედროები, ჩვენი მონადირეებიც კი დაიწყებენ აგრესორზე ნადირობას, ტყეებში, “ვინტოვკებით“. შემიძლია ვთქვა, რომ როგორც კი გაზაფხული დადგება და ტყეები შეიფოთლება, აგრესორს ნამდვილი ჯოჯოხეთი ელის.

რუსული არმიის შემთხვევაში საქმე გვაქვს კრიმინალებთან, ყაჩაღებთან, მძარცველებთან და დაქირავებულ რაზმებთან და არა რაიმე ორგანიზებულ ერთეულთან. რუსეთის არმიის ძლიერებაზე საუბრობდნენ შუა საუკუნეების დროინდელი მიდგომიდან გამომდინარე ახლა კი ოცდამეერთე საუკუნეში ტექნოლოგიური ომი და ინფორმაციული უპირატესობა მაღალ მორალურ მოტივაციასთან ერთად ქმნის ძლიერი ან სუსტი არმიის ცნებას. ეს არამხოლოდ უკრაინამ, არამედ მთელმა დასავლეთმა დაინახა.

თეგები: რუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ
ახალი ამბები

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ

19:00 05-04-2026
iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები
ახალი ამბები

iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები

16:45 05-04-2026
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved