• რეკლამა
  • კონტაქტი
01:55, კვირა, 14 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მალე ირაკლი ღარიბაშვილს და მის გუნდს მოიშორებს ივანიშვილი” – პრემიერობის ორი სავარაუდო კანდიდატი და “მოძულებული მინისტრების” სია

ალია ავტორი - ალია
03:53 03-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23,975

 

ლევან ჯავახიშვილი, ალია

 

“ალიას” წყარო აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს ამერიკის კონგრესი სანქციების დაწესებას უპირებს (კონგრესის მიერ დაწესებული სანქციების მოსხნა, მხოლოდ კონგრესს შეუძლია), ის მაინც იბრძვის ხელისუფლების შესანარჩუნებლად. მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსთან ერთად, ფაქტობრივად, რუსეთის გვერდით დადგა, რითაც  მთელი დასავლეთი კი არა, ლამის მთელი მსოფლიო დაუპირისპირა, მაინც ებღაუჭება ხელისუფლებას. ცხადია, თავად არ გამოჩნდება, მაგრამ იგეგმება სახელისუფლებო ცვლილებები იმ შემთხვევაში,  როცა რუსეთის  საბოლოოდ დაკარგავს სახეს უკრაინასთან ომში:

“მალე ირაკლი ღარიბაშვილს და მის გუნდს მოიშორებს ივანიშვილი. ირაკლი შოთაძე პრემიერობის კანდიდატად მოიაზრებოდა, მაგრამ ერთ-ერთი პირველი ის წავა, გაუშვებს თეა წულუკიანს, თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს. ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს, იუსტიციის მინისტრს, რატი  ბრეგაძეს. ლევან დავითაშვილი იმაზე ბრიყვი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა – რუსეთს დასავლეთმა სანქციები რომ დაადო, მაშინ დააპირა რუსეთში რძისა და ყველის შეტანა, ნაცვლად იმისა, რომ რაღაც ნაწილში, რაც საქართველოს არ დააზარალებდა, სანქციებს შეერთებოდა.  ცხადია, ეს გადაწყვტილება ღარიბაშვილთან იყო შეთანხმებული, იდეა კი ივანიშვილისგან მოდიოდა.

ივანიშვილის ახლო გარემოცვაში ლაპარაკობენ, რომ არ არის გამორიცხული, დროებით  პრემიერ-მინისტრად საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დანიშნოს, ვიდრე ბევრი ბუნდოვანი რამ გაირკვევა და ნათელი გახდება. არადა, ზალკალიანი ცოტა ხნის წინ ნიჩაბზე იდო, მოხსნას უპირებდა ივანიშვილი. ივანიშვილი პარლამენტშიც ეძებს პრემიერობის კანდიდატებს. მას გარემოცვის გარკვეული ჯგუფი ურჩევს, რომ კახი კახიშვილი დანიშნოს პრემიერად, რომელსაც მინისტრობისას მაღალი რეიტინგი ჰქონდა და რომელიც  მგონი “ქართული ოცნების” ერთადერთი მინისტრია, რომელიც ღირსეულად წავიდა მინისტრის პოსტიდან და ჟურნალისტები პოსტზე ყოფნისას დაგროვებულ ქონებას და მილიონობით ფულს  არ უთვლიან. შესაძლოა, სხვა კანდიდატებსაც განიხილავს ივანიშვილი, წესით ასეც უნდა იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე კახიშვილისა და ზალკალიანის გარდა, არავისზე არ არის ლაპარაკი”, –  აცხადებს “ალიას” წყარო.

 

რისი ეშინიათ ხელისუფლების წარმომადგენლებს?

 

თეგები: ბიძინა ივანიშვილიდავით ზალკალიანიირაკლი ღარიბაშვილიკახა კახიშვილირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”

12:32 09-11-2025
მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად
ახალი ამბები

მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად

21:19 09-10-2025
Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა
ახალი ამბები

Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა

15:48 09-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved