• რეკლამა
  • კონტაქტი
07:06, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვინ მოიგებს ომს? რეალურად შევხედოთ სიტუაციას…” – ლევან ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:43 03-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
224

ყოფილი ძალოვანი, ლევან ნიკოლეიშვილი:

“ზუსტად ერთი თვეა, რაც მთელი მსოფლიო გაფაციცებით ადევნებს თვალს რუსეთ-უკრაინის ომს. დაიღუპა უამრავი ადამიანი, განადგურდა ინფრასტრუქტურა, ლტოლვილებად ქცეული ადამიანები სახლ კარს ტოვებენ. ჯერჯერობით არავინ იცის თუ როდის დასრულდება ეს საშინელება. ომი, რომ უნდა დასრულდეს და მშვიდობა დამყარდეს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ცხადია, ამ მშვიდობას თვის ფასი და შედეგები ექნება, რომელიც ომის შემდეგ ელოდება უკრაინას, რუსეთს, ევროპას, აშშ-ს, ჩინეთს, ევროკავშირსა თუ NATO-ს ცოტა უფრო მოგვიანებით გახდება ცნობილი. ვინ მოიგებს ომს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ილუზიებს, მკითხაობას და ჩვენ პირად სურვილებს ამ შემთხვევაში დროებით თავი უნდა დავანებოთ, და შევეცადოთ ცოტა რეალურად შევხედოთ სიტუაციას. ვინ იქნება გამარჯვებული, ფაქტობრივად იგივეა, რომ ვთქვათ ის ვინც არ იქნება დამარცხებული. სწორედ აქ მივადექით იმას, რომ ერთია ვინ რას ელოდებოდა ან ელის ამ ომიდან, და მეორეა თუ რას მიიღებს საბოლოოდ. ამ ომში, შესაძლოა თავიდან არ ჩანდა, მაგრამ უკვე ბევრი ზოგიც პასიური და ზოგიც აქტიური აქტორი გამოიკვეთა. შესაბამისად, ომის რაღაც ეტაპზე მინიმუმ შეჩერება (ან „გაყინულ კონფლიქტად“ გადაქცევა) და მაქსიმუმ დამთავრებაც, სწორედ ამ აქტორების პოლიტიკურ ნებაზეა მეტწილად დამოკიდებული. ოღონდ არ დაგვავიწყდეს, ამ პოლიტიკურ ნებას უმთავრესი, რამ უნდა უძღოდეს წინ: არცერთმა აქტორს, არ უნდა გამოჩნდეს დამარცხებული, უფრო მეტიც პირველ რიგში თავის მოქალაქეებთან, ასევე საერთაშორისო საზოგადოებასთან უნდა თქვან, რომ მათ თავის მიზანს მიაღწიეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ქვეყნების თუ ორგანიზაციების ლიდერებს პოლიტიკური კრახი გარანტირებული ექნებათ. ასე, რომ ვნახოთ, სანამდე გაგრძელდება საბრძოლო მოქმედებები, ვის უმტყუნებს ნერვები პირველად ან ვის გაეხსნება გონება და იტყვის, რომ უკვე გაჩერების დროა, ესეც სავარაუდოდ მალე გამოჩნდება.

მანამდე კი ყოველდღიურად ხალხი იღუპება…აქტორების რაოდენობა კი იზრდება და იზრდება, იმედია საღი პოლიტიკური ნებაც გამოჩნდება!

კიდევ ერთხელ ვუდასტურებ ჩემს მხარდაჭერას უკრაინასა და მის ხალხს!”

თეგები: ლევან ნიკოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved