• რეკლამა
  • კონტაქტი
09:37, ოთხშაბათი, 11 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მეხუთე კოლონის (“ნაცების”) მცდელობები რომ გარკვეულ მიზანს აღწევს, იქიდანაც ჩანს, რომ..” – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
16:13 03-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
309

უფლებადამცველი, ნანა კაკაბაძე, წერს:

“ყალბი ინფორმაციებით ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მსოფლიოს უმტკიცებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს რუსეთს, რის გამოც მსოფლიო საზოგადოებისგან სანქციებს და გარიყვას იმსახურებს.

ყველაზე მკაფიოდ ეს ცილისწამების მასშტაბები გამოჩნდა ნაცების ლიდერის ხატია დეკანოიძის უკრაინის ტელევიზიაში გამოსვლისას, სადაც მან პირდაპირ განაცხადა: „საქართველოს პრორუსული ხელისუფლება მხარს უჭერს უკრაინელების მკვლელობას!“ ნაცების აქტივისტი ჟურნალისტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერ ნედ პრაისს პრეს-კონფერენციაზე დაბეჯითებით არწმუნებდა საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობაში და ძალიან უკმაყოფილო დარჩა,ვინაიდან იმ მომენტში მისგან ამის დასტური და საქართველოს ხელისუფლების დაგმობა ვერ მოისმინა.

თუმცა, მეხუთე კოლონის მცდელობები რომ გარკვეულ მიზანს აღწევს, იქიდანაც ჩანს, რომ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები (იქნება ეს პრეზიდენტი, ელჩი, პოლიტიკოსი თუ ჟურნალისტი) სულ უფრო ხშირად საყვედურობს, ჭკუა ასწავლის, აფრთხილებს და თითებს (ხან მუშტებს) უქნევს ჩვენს ქვეყანას. საქართველოს კონკრეტულად საყვედურობენ, რომ ის არ შეუერთდა სანქციებს და ოფიციალურად არ გაგზავნა თავისი მოხალისეები უკრაინაში საომრად. უამრავმა ქვეყანამ (მათ შორის ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმაც) ზუსტად იგივე პოზიცია დაიკავა ამ ომის მიმართ, მაგრამ ვერც ბელგიას, ვერც უნგრეთს, ვერც გერმანიას,ვერც ისრაელს, ვერც სომხეთს და აზერბაიჯანს, ვერც თურქეთს (აღარაფერს ვამბობთ გიგანტ ქვეყნებზე – ჩინეთზე და ინდოეთზე) ვერავინ უბედავს ისეთი ტონით და ქედმაღლობით ჭკუის სწავლებას, როგორც ამას აკეთებენ საქართველოს მიმართ.

არადა ფაქტია, რომ საქართველო უკრაინას შესაძლებლობების მაქსიმუმით ეხმარება, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური, დიპლომატიური, ჰუმანიტარული და თუნდაც მოხალისეთა ოდენობის კუთხით საქართველო უკრაინის დახმარებით ლიდერი ქვეყანაა. ცნობილია, რომ ქვეყნების 99%-მა კიევიდან გახიზნა თავისი საელჩოები, საქართველოს საელჩო კი დღესაც აგრძელებს ფუნქციონირებას უკრაინის დედაქალაქში. ამ ყველაფრის საპასუხოდ კი უკრაინის ხელისუფლება საქართველოდან ელჩის გაწვევას ახდენს, სისხლის სამართლის დამნაშავე ქართველ პოლიტიკოსებს არათუ არ გადმოსცემს ქართულ მხარეს, არამედ დემონსტრაციულად ნიშნავს მაღალ თანამდებობებზე, ჯალათებს ანიჭებს პოლიტიკური დევნილის სტატუსს, ავითარებს ქართული ოპოზიციის ნარატივს და ჩვენს ქვეყანასთან ამწვავებს დიპლომატიურ ურთიერთობებს.

ანუ ჩვენ უკრაინაც და სხვა ქვეყნებიც გვეუბნებიან, რომ ყველა ქვეყნის ხელისუფლებამ შეიძლება იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე და უკრაინის ინტერესებზე წინ დააყენოს საკუთარი ქვეყნის ინტერესები, მაგრამ თუ ამას გააკეთებს საქართველოს ხელისუფლება, ამისთვის მას დამამცირებლად, მუქარით, გაფრთხილებით და თითების ქნევით უნდა დაუპირისპირდნენ.

ამ უცნაურ დამოკიდებულებას მეხუთე კოლონის აქტიურობის გარდა ალბათ ის ახსნა აქვს, რომ საქართველომ არ შეასრულა ვიღაცეების გეგმა და დღემდე არ გაუხსნა ჩვენს ქვეყანაში რუსეთს მეორე ფრონტი. შემთხვევითი არ არის, რომ შიგადაშიგ გვესმის მეხუთე კოლონის წარმომადგენელთა დამუნათება, რომ საქართველოს ხელისუფლება არ იყენებს მომენტს და არ იწყებს აქტიურ მოქმედებას დეოკუპაციის მიმართულებით, რაც ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიებზე სამხედრო ძალებით შეტევაზე გადასვლას.
ასეთ პირობებში ჩნდება ლოგიკური კითხვა – ჩვენს საზოგადოებას ზოგადად უნდა დამოუკიდებლობა და თავისუფლება, თუ მხოლოდ რუსეთისგან თავისუფლება გვინდა და თანახმა ვართ სხვა ქვეყნის (თუ ქვეყნების) მორჩილებაზე, მათი მოთხოვნების უსიტყვოდ შესრულებაზე?

როგორც საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი უმრავლესობის განწყობიდან ჩანს, ისინი რეალური სუვერენიტეტისკენ მიისწრაფვიან, რა დროსაც უპირველესია საკუთარი ქვეყნის ინტერესები. სწორედ ამის გამო უმცირესობაში რჩებიან ის შიდა ძალები, რომლებიც ნებისმიერი სახელმწიფოს ინტერესებს საკუთარ ქვეყანაზე წინ აყენებენ, თუ ეს მათ ხელისუფლებაში დაბრუნებას შეუწყობს ხელს. ხოლო ამისთვის არაფერს ერიდებიან – არც ტყუილებს, არც ფეიკ-ნიუსებს, არც ცილისწამებებს და არც საკუთარი მოქალაქეების საზარბაზნე ხორცად გადაქცევის მცდელობებს.
იმედია, ამ რეალობას ქართული საზოგადოების უმრავლესობა მომავალშიც მკაფიოდ დაინახავს და ყველა კრიტიკულ სიტუაციაში საკადრის პასუხს გასცემს მეხუთე კოლონის მოღალატეობრივ მცდელობებს.”

თეგები: ნანა კაკაბაძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
ახალი ამბები

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება

16:26 11-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved