• რეკლამა
  • კონტაქტი
21:25, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,კორონა რომ შემხვდეს, მე ვერ გადავიტან” – გორის ჰოსპიტალში 60-წლის კაცი კვირაში 3-ჯერ დადის

ალია ავტორი - ალია
13:34 03-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

60-წლის ზურა ციცქიშვილი კვირაში სამჯერ გორის ჰოსპიტალში დადის. იმ ჰოსპიტალში, რომელიც საკარანტინო სივრცედ არის გამოყენებული. ტაქსით სოფელ ფხვენისიდან მოდის, შემდეგ ისევ უკან ბრუნდება – 4 საათის შემდეგ.

სისხლის გადასხმებს ამჯერად ჰოსპიტალის მიწისქვეშა სართულზე უკეთებენ. მას ორივე თირკმელი გაჩერებული აქვს, ასევე, ოპერაცია აქვს გაკეთებული ყელზე, ონკოლოგიური ავადმყოფობის გამო. შესაბამისად, საუბარიც უჭირს. ყელში სპეციალური აპარატიც კი არ უდგას.

კორონავირუსის გამო, საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. გაჩერებულია ტრანსპორტი. ამიტომ, ზურა ციცქიშვილს სოფელ ფხვენისიდან გორში წასვლა და წამოსვლა ტაქსით უწევს.

გუშინ ტაქსს სოფლიდან გამოყვა სხვებთან ერთად და 2 ლარის გადახდა მოუწია. გორიდან კი, მარტო დაბრუნდა და 12 ლარი გადაიხადა.

წელიწადში დახმარების სახით 500 ლარს იღებს – ,,ეს თანხა ერთ თვეში დამეხარჯებაო“ – გვანიშნა ზურა ციცქიშვილმა. მესამე წელია, იგი, ყოველ თებერვალს ერთჯერად დახმარებას 500 ლარს იღებს.

დიალიზის პროგრამაში 3 წლის წინ ჩაერთო. ამ სამი წლის განმავლობაში უამრავი დაბრკოლება შეხვდა. ყელში ონკოლოგიური დაავადება გაუჩნდა. ოპერაციაში ერთი წლის წინ 7000 ლარი გადაახდევინეს. აქედან, 3500 ლარი სახელმწიფომ დაუფინანსა, დანარჩენი კი, – ოჯახმა დაფარა.

სოფელში 3 წლის წინ დაბრუნდა, როდესაც დიალიზი დაუდგინდა. ცოლ-შვილი თბილისში ცხოვრობს. თვითონ კი, მშობლიური სახლი ამჯობინა, რადგან ავადმყოფობის პირობებში, თბილისში ვერ იცხოვრებდა.

წუხს, რომ კორონავირუსის რამდენიმე ფაქტის დაფიქსირების შემდეგ, სახლიდან გარეთ გასვლა უწევს. ,,მე თუ შემხვდა, უეჭველი ვერ გადავიტანო“ – გვითხრა მან.

ქართლი.ჯი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved