“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
“სანამ ტოკშოუებში კონკრეტულ საკითხზე კამათი კონფლიქტად ჩაითვლება და ვისაც ამ საჭირბოროტო საკითხების გარჩევა უნდა და არა მთვრალივით სადღეგრძელოების ბოდიალი – კონფლიქტურად, მანამდე ვიბუყბუყებთ ამ ჭაობში.
იქნება ეს პარლამენტში შესვლა არ შესვლა, თუ ყოფნა არ ყოფნა, იქნება ეს, ამა თუ იმ ოპოზიციური ძალის ტაქტიკა და სტრატეგია.
აი ჭაობის სუნი რომ შეგაწუხებთ, ის დედუცები გაიხსენეთ, კამათს რომ იწყებ და პირში რაღაც ამორფულ მასას გჩრიან – ცარიელ ადგილას კონფლიქტს ნუ ქმნიო.
ხალხო ტოკშოუში მოვდივარ საკამათოდ.
როცა თქვენი მოფერება მომინდება, ვახშმად დაგპატიჟებთ და დაგკერავთ.”
კომენტარები