• რეკლამა
  • კონტაქტი
14:14, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პირველი ბობმბი ჩემი საცხოვრებელიდან 20 მეტრში ჩამოვარდა… ხალხის, ბომბების და შენობების მტვრევის ხმები ერთმანეთში აირია” – ვატო გელაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:56 03-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
211

 

“შეაჩერე კორუფციას” თანადამფუძნებელი, ვატო გელაშვილი, რომელიც 9 მარტს გაემგზავრა უკრაინაში მოხალისედ და რამდენიმე დღის წინ ის ბაზა დაბომბეს რუსმა ოკუპანტებმა, სადაც ის იმყოფებოდა, წერს:

 

 

“11 მარტს ჩავეწერეთ მე და კიდევ რამოდენიმე უცხოელი მოხალისე ინტერნაციონალური ბაზაზე და დაგვიწყეს წვრთნები.

პირველად რასაც გვასწავლიდნენ დაბომბვის შემთხვევაში თავი როგორ გადაგვერჩინა. (თუ ბომბა პირდაპირ თავში არ დაგეცემოდა)

პირველი ბობმბი ჩემი საცხოვრებელი კორპუსიდან 20 მეტრში ჩამოვარდა, მაგრამ სანამ დაეცემოდა. დაახლოებით 15 წამი გაქვს, რომ ტყეს შეაფარო თავი. მე დილას სავარჯიშოდ გასვლას ვაპირებდი და საწოლიდან ამდგარი ვიყავი ტანისამოსიც მეცვა და მესენჯერს დავჩერებოდი. როცა წუილის ხმა გაისმა. მივხვდი რა ხდებოდა და კიბეებზე გადავეშვი, გარეთ გავედი და უღრან ტყეში შევვარდა.

ამ დროს აფეთქებები ხმს გაისმა.

ხალხის, ბომბების და შენობების მტვრევის ხმები ერთმანეთში აირია.

ცეცხლი მოედო ყველაფერს და მე თავიდან ბოლომდე სველი (ტყეში ყინული ჩამიტყდა და პატარა ტბაში ჩავვარდი) მივჩერებოდი ამ ყველაფერს გაბრაზებული და გადარჩენილი  თვალებით.

რომ გათენდა კარგად, მერე დავბრუნდით ბაზაზე და…… აღარ აღვწერ ყველაფერს რაც ვნახე.

ამის მერე გამოგვიცხადეს  ვისაც გინდათ სახლში წასვლა წადით საზღვრამდე მიგიყვანთო, 2000 კაციდან (დაახლოებით) 500 დავრჩით. 2 დღეს ტყეში გვეძინა. ბოლოს სულ დაგვშალეს და ბაზიდან გამოგვიშვეს. დაჭრილი და კანტუზიანი არ ვარ. მოიგონეს უბრალოდ სამედიცინო დახმარება

დამჭირდა და ეტყობა., მაგიტომ გაატარეს რამე სიაში.

ახლა კარგად ვარ და ისევ აქ ვარ. ისევ მზად ვარ განვაგძობ უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას და ჩემს წვლილს შევიტან მშვიდობის დამყარებაში.

3 დღე იმიტომ არ ვჩანდი, რომ ტელეფონი და ტანისამოსი აღარ მქონდა. მხოლოდ სამხედრო ფორმა დამრჩა, რომლითაც გადაადგილება აკრძალულია ქალაქში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე გამოწმებენ და პოლიციაში მიყავხარ.

დიდი მადლობა ყველას  გულშემატკივრობისთვის და ჩემი ამბის მოკითხისთვის.

მე ამ ომში სიკვდილს არ ვაპირებ ასე, რომ რომც არ გამოვჩნდე ხოლმე არ ინერვიულით. იმ ომის მერე სხვა ომები იწყება. ჩვენი ქვეყნის დასახსნელად. ქოცებისგან, ნაცებისგან და ალტ ინფოსგან. (ჩემთვის ერთია ეგ ხალხი)

და ზოგადად თუ გვინდა, რომ რუს ხალხს არ დავემსგავსოთ, და სწორ გზას დაადგეთ მომავალი თაობა მაინც. ტყუილებით და ფეიკ პროპაგანდით ტვინების გამორეცხვის საშუალება არ უნდა მივცეთ. მაგ მეთოდმა არ გაამართლა და საბოლოო ჯამში ისევ ადამიანების სიცოცხლეები შეეწირა, ვერცერთი ქვეყანა ფეხზე ვერ დადგა. სიმართლე და  თავისუფლებას მოაქვს დემოკრატიაც და კეთილდღეობაც.

Слава Україні.

საქართველოს გაუმარჯოს.”

თეგები: ვატო გელაშვილირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ

13:10 09-21-2026
ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!

12:54 09-21-2026
Სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა
ახალი ამბები

Სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა

12:32 09-21-2026
თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved