• რეკლამა
  • კონტაქტი
22:02, სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წალენჯიხა დამეგობრებული უკრაინული ქალაქისთვის ფონდს ქმნის – “ერთად ბევრს შევძლებთ! წალენჯიხა გადამდებია!” – გიორგი ხარჩილავა

ალია ავტორი - ალია
23:03 03-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
384

წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავა:

“მეგობრებო! დარეგისტრირდა სოლიდარობის და განვითარების ფონდი “სგფ წალენჯიხა”, სოლიდარობისა – ომის დროს, როცა უკრაინა იბრძვის საკუთარი სახელმწიფოებრიობისათვის და ამ ომში მთელი თავისუფალი სამყაროს მეციხოვნეობა ერგო ბედად თუ ბედისწერად…. როგორც, სულ ცოტა ხნის წინ და მთელი ისტორიის მანძილზე, საქართველოს (ჰუგო გუპერტი).

ომის დაწყებისთანვე, 24 თებერვალს, წალენჯიხა დამეგობრდა უკრაინის ქალაქ იავოროვთან და ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში უკვე შეგროვდა და გაიგზავნა მედიკამენტები, საკვები, სამოსი, შედგა სისხლის დონაცია. ჩვენი მეგობარი ქალაქი, როგორც ზურგის ქალაქი, სადაც განთავსებულია უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრი, დაიბომბა 13 მარტს.

ფაქტს გამოეხმაურა აშშ სახელმწიფო მინისტრი ბ-ნი ბლინკენი. ქალაქის მერის, ბ-იგორ გრაბოვსკის განცხადებით, ქალაქს ჰოსპიტალური სექტორისთვის სჭირდება ტექნიკური მხარდაჭერა – დიზელგენერატორები, წყალმომარაგების ტუმბო (უკვე მოგვარებულია-ჩატანილია თქვენი სახელით)!

ერთობით საქმე უკვე კეთდება!

ვთვლით, რომ შევძლებთ მეტს!

ამ მძიმე პერიოდში უკრაინის, იავოროვის მხარდაჭერის მიზნით, ფონდში ერთიანდებიან არა მხოლოდ წალენჯიხელები, არამედ ქართული საზოგადოების, ხელოვნების, განათლების, კულტურის წარმომადგენლები, მოქალაქეები, რომლებისთვისაც უპირველესია დემოკრატიული და თავისუფლების იდეალები!

თავისუფლება გვაერთიანებს! ომის პერიოდში შექმნილი “სგ ფონდი”, მშვიდობიანობის ჟამს, გარდაიქმნება განვითარების ფონდად, შესაძლებლობად და ეს პერიოდი უკრაინას და საქართველოს ძალიან მალე დაუდგება. ეს იქნება გამარჯვებული ერების მიერ ბრძოლით მოპოვებული მშვიდობა.

ფონდის საქმიანობა იქნება დამყარებული სრულ ნდობაზე და გამჭვირვალეობაზე. თითოეული დონორისთვის ხილული იქნება საკუთარი შემოწირულობის მიზნობრიობა,პროცესის მომდინარეობა და საბოლოო შედეგი.

ფონდი ანგარიშვალდებული იქნება დონორების და “წალენჯიხის საზოგადოებრივი დარბაზის”  წინაშე (წალენჯიხაში ყალიბდება ღია სამოქალაქო საზოგადოება!)

ერთად ბევრს შევძლებთ! წალენჯიხა აერთიანებს! წალენჯიხა გადამდებია!”

“დაგვიბომბეს წალენხიჯის დამეგობრებული ქალაქი იავოროვი…” – რა სახის დახმარებას ითხოვს უკრაინული ქალაქი და რა ფონდს ქმნის გიორგი ხარჩილავა?

თეგები: გიორგი ხარჩილავაიავოროვირუსეთ-უკრაინის ომიწალენჯიხა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის

14:12 09-22-2026
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
ახალი ამბები

თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის

13:45 09-22-2026
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

16:41 09-21-2026
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved