• რეკლამა
  • კონტაქტი
07:53, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სემეკში ღია კარის დღე გაიმართა

ალია ავტორი - ალია
16:02 03-15-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
318

 

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელეროვნულკომისიაში (სემეკ) ღია კარის დღე გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია მოქალაქეებს შეხვდა.

სემეკის თავმჯდომარესთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის წევრები, სემეკის აპარატის წარმომადგენლები და  ენერგოომბუდსმენი.

დავით ნარმანიამ მოქალაქეებს განუმარტა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების შესახებ და მოუწოდა, რომ კომუნალური მომსახურების კომპანიების მხრიდან მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, ყოველთვის მომართონ სემეკს ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს.

„სემეკის გადაწყვეტილებები და საქმიანობა ცხადყოფს,  რომ ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მომხმარებელთა უფლებები სრულყოფილად იყოს დაცული. ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენდა მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვები და იცით, რომ მოქალაქეთა მომართვების საფუძველზე, კომისიამ ადგილზე შეამოწმა კომპანიების საქმიანობები. გარდა იმისა, რომ დარღვევების დაფიქსირების გამო დაჯარიმდა სს „თელასი“, მოქალაქეებს ჯამში ნახევარი მილიონი ლარის დარიცხვა დაუკორექტირდათ, ხოლო მათ, ვისაც დარიცხვა უკვე გადახდილი ჰქონდა, ზედმეტობით  გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდათ სააბონენტო ბარათებზე.

ჩვენი მიზანია, რომ კომუნალურ სეგმენტში მომსახურების ხარისხი გაუთანაბრდეს ევროპულ სტანდარტებს და ადგილი აღარ ჰქონდეს კომპანიების მიერ გადაცდომებს. მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი კონსულტაციისთვის. სემეკთან ან ენერგოომბუდსმენთან დაკავშირება შეგიძლიათ როგორც ქოლ ცენტრის საშუალებით, ნომერზე -16 216, რომელზეც ზარის განხორციელება უფასოა მოქალაქეებისთვის, ასევე სოციალურ ქსელითაც“,  – განაცხადა დავით ნარმანიამ.

სემეკი  მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს, რომელიც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვას უკავშირდება.

 

 

თეგები: სემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved