კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანეს განცხადებას გამოცემა Unian ავრცელებს.
“ჩვენ არ ვეძებთ ჩვენი მეზობლების სიკვდილს. მაგრამ მას შემდეგ, რაც ისინი ჩვენს სახლში მოვიდნენ, ვიცავთ ჩვენს ოჯახს, სამშობლოს, მიწას… ჩვენი ჯარისკაცები იცავენ ყველა უკრაინელს. მტრის მოკვლა არ არის ცოდვა. ჩვენ ვიცავთ, არ ვისწრაფვით სხვისკენ. და ვინც ჩვენთან მახვილით მოვიდა, ის მოკვდება ამ მახვილით…
ყველა მართლმადიდებელ უკრაინელს ერთიანობისკენ მოვუწოდებ. თითოეულ თქვენგანს, კონკრეტულ თემში, შეუძლია გააკეთოს ძალიან სასარგებლო რამ: მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში გაწევრიანების შესახებ. ეს თქვენს ხელთაა, თქვენ გაქვთ უფლება და შესაძლებლობა”.
კომენტარები