• რეკლამა
  • კონტაქტი
22:32, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ზურაბიშვილის შესაწყალებელი არაფერი მჭირს, თავის ისტორიულ სირცხვილზე ბოდიში მოიხადოს” – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:15 03-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
310

 საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გავრცელებულ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ, საპარლამენტო გამოსვლას ეხმაურება და წერს:

“მინდა გამოვეხმაურო დღეს სალომე ზურაბიშვილის მიერ თავის საპარლამენტო გამოსვლაში ჩემს საკითხზე გამოხატულ პოზიციას.

პირველ რიგში, საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ სალომე ზურაბიშვილის შესაწყალებელი მე არაფერი მჭირს, ვინაიდან დანაშაული არ ჩამიდენია.

თუმცა, მნიშვნელოვანი გარემოება სხვაა. ზურაბიშვილს ჩემს შეწყალებაზე განცხადება ქართული საზოგადოების გასაგონად არ გაუკეთებია. ამგვარი ფორმით ის გამოეხმაურა უკრაინული მხარის მოთხოვნას, რომელიც ოფიციალური არხებით მიიღო უკრაინის მეომარი ხელისუფლებისგან. ასე გამოხატა მან პრაქტიკაში უკრაინის სოლიდარობა და თანამშრომლობის მზადყოფნა. ამ ფონზე სასაცილო და ცინიკურიცაა, ზელენსკის საკუთარ კოლეგას და, მით უმეტეს, მეგობარს ეძახდეს.

ზურაბიშვილს ერთხელ უკვე აქვს გაცხადებული, რომ მე გასასამართლებელი ვიყავი “მძინარე ცხინვალის” დაბომბვისთვის. ახლა კი, როცა ჰააგის ტრიბუნალმა ნათლად თქვა, რომ ჩვენ საკუთარ სამშობლოს ვიცავდით და ომის კანონები არ დაგვირღვევია არც მთავარსარდალს, არც გენერალს და არც რიგითს, ზურაბიშვილი საჭიროდაც არ თვლის, რომ თავის ისტორიულ სირცხვილზე არათუ ბოდიში მოიხადოს და საკუთარი სიტყვები უკან წაიღოს, არამედ ჯიუტად იგივეს იმეორებს. საკუთარ გამოსვლაში მას არც კი უხსენებია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში საქართველოს ისტორიული გამარჯვება ვერც ახსენებდა, რადგან ამის მორალური უფლება დაკარგული აქვს.

ზურაბიშვილმა დღეს ასევე გვამცნო, რომ ერთიანობა მას ესმის ფორმულით „ყველას მინუს ერთი“. დღეს ცხადი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილის ტექსტები ერთიანობაზე, სრული ფიქციაა და მან ბოროტად ისარგებლა საზოგადოების ნდობით და ცინიკურად გაუჩინა ყველას ფუჭი მოლოდინები.

შეუძლებელია საზოგადოება გააერთიანოს მან, ვინც თავად ვერ დადგა თავისი პირადი წყენისა და შურისძიების წყურვილზე მაღლა.

მიხეილ სააკაშვილი”

 

თეგები: მიხეილ სააკაშვილისალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved