• რეკლამა
  • კონტაქტი
06:04, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვითომ უფრო მორწმუნე ხაარ” ძახილი და მრევლის ქილიკი არის სიბრიყვე…”

ალია ავტორი - ალია
22:51 03-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
73

თეოლოგი, ვარლამ ხათრიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“სახელმწიფოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ჯანდაცვის ს. ო. ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებით გასცა რეკომენდაციები რაც უნდა შევასრულოთ.

სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება ეკლესიები არ დაიხურება და ვისაც სურვილი ექნება შეეძლება ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მიღება. დამონტაჟდება ტექნიკური საშუალებები რაც უზრუნველყოფს წირვის რიტუალის გახმოვანებას და მორწმუნეს საშუალება ექნება ეზოში დგომით მოისმინოს ლიტურგია. თუ მრევლის რომელიმე წევრი შეუძლოდაა და სურვილი გამოთქვა მიიღოს ზიარება, მას სახლში აზიარებენ.

ვფიქრობ სახელმწიფოს და ეკლესიის გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს.

მოქალაქეების ნაწილმა გამოთქვა საყვედური ეკლესიის იმ მრევლის მიმართ ვინც ტაძარში მიდის.
ეს ადამიანები ორ ჯგუფად იყოფა.
1. ათეისტები, რომლებიც არც მალავენ ეკლესიის და ღვთისმსახურების მიმართ უარყოფით განწყობას და სულ ჩასაფრებულნი არიან საკბილო იპოვნონ და მერე ვაი-ვიში ატეხონ და ეკლესია გააკრიტიკონ. ასევე ადამიანები რომლებიც მორწმუნის ნიღაბით მოძღვრავენ ადამიანებს თუმცა თავად რელიგიური მსოფლმხედველობიდან ძალზედ შორს დგანან.
2. ადამიანები, რომელიც დადიან ტაძარში და სიფრთხილის გამო და სხვისი აზრის გავლენით უწუნებენ ეკლესიაში მიმსვლელებს ლიტურგიაზე დასწრების გადაწყვეტილებას.

ტაძარში ლიტურგიაზე დგომის დროსაც შესაძლებელია დაიცვა რეკომენდაციები და ნუ ხდით ამას საქილიკოდ.

ერთი მღვდელმთავრის ქადაგება მოვისმინე თუ ბევრი მოხვალთ პატარა ტაძარში ჩავატარებ ღვთისმსახურებას სადაც 5 კაცი ეტევა მხოლოდო. შემდეგ დაამატა ხშირად არ ეზიარებიან და ეხლა რატომ მოისურვეს ასეო. არ ვიცი ასეთი საუბრით ვის “უკმევს” ეს მღვდელმთავარი მაგრამ სინოდის გადაწყვეტილებას, რომ არ ეხმიანება ასეთი საუბარი ფაქტია.
რას ნიშნავს ტაძარს დაკეტავს. ხალხმა რომ ააშენა იმ ტაძარს კეტავს ეს ბატონი? ან რას იმადლება საჩვენებელი თითის ქნევით ვერ ვხვდები. ვის და სწორედ მას არ უნდა უკვირდეს განსაცდელის ჟამს ადამიანების ტაძრისკენ განსაკუთრებული ლტოლვა და მაგ დროს ზიარების მიღების მოთხოვნილების მეტად გაჩენა.
ტაძარი თუ დაკეტე აბა რას ნიშნავს სინოდის გადაწყვეტილება ტაძრების არ დაკეტვის თაობაზე. ასე გვაძლევს სინოდის გადაწყვეტილების მორჩილების მაგალითს? სწორედ ასეთი სასულიერო პირები (კიდევ კარგი ბევრნი არ არიან) აბნევენ საზოგადოებას დაყენებული ვითომ მშვიდი სახეებით და “ბჭერმეტყველებით” (ვიცი სინამდვილეში რა ამბიციები და მზაკვრობა ალაპარაკებს/თ).

მრევლის, ვინც ტაძარში დადის “ვითომ უფრო მეტად მორწმუნე ხაარ” ძახილი და ქილიკი არის სიბრიყვე…

თუ ქვეყანაში გართულდა ვითარება სინოდი კვლამ იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რაც ზუსტად იქნება ვითარების შესაბამისი და მრევლის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი. მანამდე კი ნუ დავიყრით თავზე ნაცარს, წინასწარ ნუ გამოვიგლოვებთ საკუთარ თავს და ნუ მივაყენებთ სხვებს შეურაცხყოფას…”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved