• რეკლამა
  • კონტაქტი
11:32, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მეექვსე ტალღა არ დამთავრებულა, პიკი გადავიარეთ უკვე“ – ამირან გამყრელიძე

ალია ავტორი - ალია
20:06 03-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
149

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 1 500- 3 000-ის ფარგლებში მერყეობს და შეინიშნება კლების ტენდეცია, რაც ეპიდსიტუაციისთვის დამახასიათებელ ინდიკატორებშიც ჩანს.

„შემცირებულია ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე გადათვლით, შემცირებულია დადებითობის მაჩვენებელი, მაგრამ ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულ ზღვარს ჯერ არ ჩამოცილებულა. შემცირებულია რეპროდუქციის ინდექსი, რაც დამაიმედებელია. ასევე მცირდება მძიმე ინდიკატორი – სიკვდილიანობა. ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით მიდის დამშვიდებისკენ, უნდა ველოდოთ, რომ მარტის განმავლობაში ეს ტენდეცია გაგრძელდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანამ ვირუსის გავრცელების პიკი უკვე გადალახა.

„მეექვსე ტალღა არ დამთავრებულა, პიკი გადავიარეთ უკვე. ეს ეტყობა სამედიცინო დაწესებულებებისადმი მიმართვიანობასაც. დღეს უკვე სტაციონარში მოთავსებულ ადამიანთა რაოდენობა 3 000-ს ჩამოცდა, აქტიური შემთხვევები გვაქვს 54 000, პიკზე გვქონდა 200 000-ზე მეტი, მაგრამ რომ ვთქვათ, მეექვსე ტალღა დასრულდა, ამის უფლება არ გვაქვს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, მოსახლეობა არ უნდა გათამამდეს და რეკომენდაციები აუცილებლად უნდა დაიცვას.

„ეს გახლავთ პირველ რიგში პირბადის ტარება, დიდი თავშეყრების თავიდან აცილება, დისტანცია, ჰიგიენის დაცვა და აცრები, რაც ძალიან შემცირებულია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბუსტერიზირებულ მოსახლეობაში „ომიკრონის“ შემთხვევების შედარებით ნაკლები რაოდენობა გვაქვს, ვიდრე იგივე არაცრილებში ან ორჯერ აცრილებში. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მიმართეთ აცრის პუნქტებს და აიცერით“, – აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“

თეგები: ამირან გამყრელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved