• რეკლამა
  • კონტაქტი
10:24, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვიცი, უკვე გაინტერესებთ – პრეზიდენტის იმპიჩმენტი…”- არჩილ გამზარდია

ალია ავტორი - ალია
22:37 03-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
786

ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია:

“ვიცი, უკვე გაინტერესებთ – პრეზიდენტის იმპიჩმენტი:
პრეზიდენტის იმპიჩმენტის – მისი პოსტიდან გადაყენების და უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, საქართველოს კანონმდებლობით, შესაძლოა, გახდეს ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა ან პრეზიდენტის მოქმედებებში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენა.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტის წინაშე შეუძლია დააყენოს პარლამენტართა ერთ მესამედს: საქართველოს შემთხვევაში, 50 დეპუტატს.
შემდეგ, პროცესში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ერთვება – სწორედ ის აფასებს, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია ან აქვს თუ არა საფუძველი დანაშაულს, რომელსაც მას ედავებიან.
თუ საკონსტიტუციო ამას დაადგენს, პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3 – 100 დეპუტატი მიიღებს გადაწყვეტილებას პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენების შესახებ.
ამის შემდეგ კი, როდესაც პრეზიდენტს მოეხსნება ხელშეუხებლობის იმუნიტეტი, შესაძლებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაც.
პრეზიდენტის გადაყენების საკითხი, შესაძლოა, დადგეს იმ შემთხვევაშიც, თუ ის კონსტიტუციას დაარღვევს, რადგან სწორედ ის არის ქვეყნის უზენაესი კანონის დაცვის მთავარი გარანტი.”
თეგები: არჩილ გამზარდიასალომე ზურაბიშვილიქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved