• რეკლამა
  • კონტაქტი
01:22, ხუთშაბათი, 26 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჯონსონის ან მაკრონის მიმართვები არ გინახავთ? მინდა პრემიერი უკრაინაზე ისე არ ლაპარაკობდეს, როგორც ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით მდებარეზე” – ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
18:05 02-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

პოლიტოლოგი ლევან ნიკოლეიშვილი:

“1. სამყარო იცვლება, სრულიად ახალი წესრიგი ყალიბდება მსოფლიოში, ევროპა შეიარაღების გზას ადგას, უკრაინაში საშინელი სისხლისღვრაა.
ასეთი მნიშვნელობის მოვლენების შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საგანგებო მიმართვა უნდა გაავრცელოს.
სერიოზული პოლიტიკოსები მიმართვებს ქუჩაში ჟურნალისტებთან დისკუსიის ფონზე, ან მთავრობის სხდომის დაწყების წინ არეულ-დარეული მონოლოგის სახით არ ავრცელებენ.
მიმართვის ტექსტს წინასწარ ამზადებენ, ყველა სიტყვას წონიან, ტექსტს წინასწარ ამოწმებინებენ ჭკვიან ადამიანებს და მხოლოდ შემდეგ ავრცელებენ შესაბამის ვიდეოს.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მთავრობაში არავის არ აქვს ნანახი ბორის ჯონსონის ან ემანუელ მაკრონის მიმართვები.
2. არ ვემხრობი საქართველოს მიერ სანქციების დაწესებას, საჰაერო სივრცის ჩაკეტვას, ზედმეტ და ხმაურიან განცხადებებს. საკმარისი მგონია ევროსაბჭოში, ევროკავშირის განცხადებასთან მიმართებით პოზიციის დაფიქსირება.
უბრალოდ, მინდა, რომ საქართველოს პრემიერი უკრაინაზე ისე არ ლაპარაკობდეს, როგორც ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით მდებარე, ჩვენს ქვეყანასთან კავშირის არმქონე სახელმწიფოზე ისაუბრებდა. პრემიერ-მინისტრს უნდა შეეძლოს სიხისტისა და გულგრილობის გარეშე მსჯელობა.
3. ნაციონალური მოძრაობა, როგორც პოლიტიკური ძალა, მძულს. მჯერა, რომ ყველაფრის მკადრებლები არიან. პრემიერ-მინისტრზე უკეთ ვიცით მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ. ჩემ ირგვლივ ათობით ადამიანია, რომელთაც ირაკლი ღარიბაშვილზე მეტი გაუკეთებიათ ენმ-ის წინააღმდეგ. ზედმეტი მიდებ-მოდება არ გვჭირდება.
ამასთანავე, ჩნდება კითხვა – ამხელა საპარლამენტო უმრავლესობა რისთვის ჰყავთ? ამდენი ტელევიზია რისთვის აქვთ? დებატებსა და პარტიულ ორთაბრძოლებში დრო დეპუტატებმა, სპიკერებმა და სხვა მომხრეებმა დახარჯონ.
პრემიერ-მინისტრი ასეთ ვითარებაში სხვა სიმაღლეზე უნდა იდგეს, უფრო სერიოზულ შთაბეჭდილებას უნდა ტოვებდეს.
4. სანქციების მნიშვნელობის გაუფასურება დაუშვებელია. მათ შედეგები მოაქვთ პირდაპირი, ადვილად შესამჩნევი, მნიშვნელოვანი.”
თეგები: ირაკლი ღარიბაშვილილევან ლორთქიფანიძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას
ახალი ამბები

სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას

11:58 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved