• რეკლამა
  • კონტაქტი
11:26, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას ამბობს რუსეთ-უკრაინის ომზე “ბორჯომის” მფლობელი და “Alfa Bank”-ის დამფუძნებელი

ალია ავტორი - ალია
02:25 02-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
135

Financial Times-ის ინფორმაციით, Alfa Group-ის დამფუძნებელი, მილიარდერი მიხაილ ფრიდმანი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომს ეწინააღმდეგება.

მიხაილ ფრიდმანი, რომლის ქონებაც Forbes-ის მიერ $11.7 მილიარდად არის შეფასებული, ამ დროისთვის უმდიდრესი ოლიგარქია, რომელიც ომის წინააღმდეგ საუბრობს.

“მე დასავლეთ უკრაინაში დავიბადე და ვცხოვრობდი 17 წლამდე. ჩემი მშობლები უკრაინის მოქალაქეები არიან და დღემდე ცხოვრობენ ლვოვში, ჩემს საყვარელ ქალაქში. მაგრამ, მე ასევე გავატარე ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი, როგორც რუსეთის მოქალაქემ, სადაც ვაშენებდი და ვზრდიდი ბიზნესს. უკრაინელ და რუს ხალხთან მჭიდრო კავშირი მაქვს და დღევანდელ კონფლიქტს ორივე მხარისთვის ტრაგედიად ვაფასებ.

მე არ ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს, მე ვარ ბიზნესმენი, რომელიც პასუხისმგებელია ჩემი ათასობით თანამშრომლის წინაშე რუსეთსა და უკრაინაში. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ომი ვერასოდეს იქნება გამოსავალი, ეს კრიზისი გამოიწვევს სიცოცხლის უდიდეს დანაკარგს ორი ერისთვის, რომლებიც ასობით წლის განმავლობაში ძმობდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ გამოსავალი საშინლად შორს მეჩვენება, მე შემიძლია შევუერთდე მხოლოდ მათ, ვისი მხურვალე სურვილია სისხლისღვრის დასრულება. დარწმუნებული ვარ, ჩემი პარტნიორები იზიარებენ ჩემს შეხედულებას,”- აღნიშნა ფრიდმანმა თანამშრომლებისთვის ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ წერილში.

მიხაილ ფრიდმანი არის Alfa Group-ის დამფუძნებელი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ასევე ლუქსემბურგში რეგისტრირებული საინვესტიციო ჰოლდინგის LetterOne-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე.

Alfa Group-ის ჰოლდინგში 8 კომპანია და მათ შორის, თავად “ალფა ბანკიც” ერთიანდება. ამ რვა კომპანიიდან ერთი – IDS Borjomi International-ია, რომლის შემადგენლობაშიც “აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანიის საქართველოს ფილიალიც” შედის.

ფინანსური დოკუმენტის თანახმად, “აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალის” 60%-იან წილს “Alfa Group”-ი ფლობს, 40% კი მინორიტარი აქციონერების საკუთრებაშია, თუმცა ამ აქციონერების ვინაობა დოკუმენტში დასახელებული არაა.

ცნობილია ის, რომ 2013 წლამდე IDS Borjomi International-ის ძირითად აქციონერს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის საინვესტიციო ფონდი წარმოადგენდა. ამ აქტივებს პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე განკარგავდა, რის შემდეგაც კომპანიის საკონტროლო პაკეტი “Alfa Group”-მა შეიძინა. უცნობია წარმოადგენს თუ არა ამჟამად პატარკაციშვილების ოჯახი  IDS Borjomi International-ის მინორიტარ (40%-ის მფლობელ) აქციონერს.

 

წყარო – bm.ge

თეგები: რუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved