• რეკლამა
  • კონტაქტი
12:16, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ომის მეოთხე დღის დილა” – კახა ლომაია

ალია ავტორი - ალია
15:38 02-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
115

უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი კახა ლომაია:

“ომის მეოთხე დღის დილა
როგორც ჩანს, უკრაინამ მოიგერია აგრესორის წუხანდელი შეტევები.
სანამ დეტალებს შევაგროვებდე, თვალი გადავავლოთ რუსეთზე დაწესებულ დასავლურ სანქციებს. სანქციები შეეხო პოლიტიკას, ეკონომიკას, ბიზნესს, ფინანსებს, საინფორმაციო საშუალებებს, ხელოვნებას და სპორტს.
ეკონომიკა
1. გერმანიამ შეაჩერა გაზპრომის 11 მილიარდდოლარიანი პროექტი “ნორდსტრიმ-2”-ის სერტიფიცირება.
2. ევროკავშირმა შეწყვიტა ყველა რუსული ავიაკომპანიისთვის მიქირავებული ავიალაინერების ლიზინგი და 28 მარტამდე მოითხოვა ავიალაინერების დაბრუნება. საუბარია რუსული კომპანიების ფლოტის დაახლოებით 50%-ზე.
3. ყველა რუსულ ავიაკომპანიას აეკრძალა ფრენა ევროკავშირის საჰაერო სივრცეში.
4. “ინტელმა” და AMD-მ შეწყვიტეს რუსეთისთვის ინდუსტრიული პროცესორების მიწოდება, აშშ-ს მიერ დაწესებული საექსპორტო აკრძალვების ფარგლებში.
ფინანსები
1. ყადაღა დაედო რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებს ევროკავშირსა და აშშ-ში.
2. ყადაღა დაედო უმსხვილესი რუსული ბანკების, მათ შორის, ვნეშეკონომბანკის, გაზპრომბანკის, ალფა-ბანკის და ვითიბი-ს აქტივებს აშშ-ში და ევროკავშირში.
3. სანქცირებულ ბანკებს აეკრძალათ ოპერაციები დოლარებში, ევროში, გირვანქა სტერლინგსა და იენაში.
4. გლობალური საბანკო გადარიცხვების სისტემა SWIFT-მა შეწყიტა სანქცირებული რუსული ბანკების მომსახურება.
5. სანქცირებული რუსული ბანკების კლიენტები ვეღარ ისარგებლებენ თავიანთი მასტერ კარდ-ის და ვიზა-ს ბარათებით რუსეთის საზღვრებს გარეთ.
6. ყადაღა დაედო რუსი ოლიგარქების აქტივებს დიდ ბრიტანეთში. რომან აბრამოვიჩი იძულებული გახდა უარი ეთქვა “ჩელსის” მმართველობაზე.
7. შეიქმნა ტრანსატლანტიკური მიზნობრივი ჯგუფი (აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, გერმანია და იტალია), რომელიც
მოიძიებს და დააყადაღებს რუსული პოლიტიკური და ბიზნეს ელიტის დაფარულ ანგარიშებს.
8. უმსხვილესი რუსული ბანკ “სბერბანკის” ანგარიშებს აშშ-ში ყადაღა დაედო.
პოლიტიკა
1. დაყადაღდა პუტინის და ლავროვის აქტივები აშშ-ში, ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში.
2. რუსეთის პარლამენტის ყველა წევრს აეკრძალა ევროკავშირის სახელმწიფოებში შესვლა. ევროკავშირში შესვლა ასევე აეკრძალა საგარეო სამეთა სამინისტროს პრეს-მდივანს ზახაროვას.
საინფორმაციო საშუალებები
1. გერმანიამ აკრძალა “რაშა თუდეის” მაუწყებლობა თავის ტერიტორიაზე.
2. ფეისბუკმა და იუთუბმა რუსულ სამთავრობო მედიას, მათ შორის, “რაშა თუდეის”, აუკრძალეს რეკლამის მეშვეობით შემოსავლების მიღება.
3. ინსტაგრამმა დაბლოკა კადიროვის ანგარიში.
4. იუთუბმა დაბლოკა რამდენიმე რუსული პროპაგანდისტული არხი.
5. ევროკავშირში და აშშ-ში შესვლა აეკრძალათ რუსეთის მთავარ პროპაგანდისტებს სოლოვიოვს და სიმონიანს.
6. კიბერ-შეტევების შედეგად მწყობრიდან გამოყავთ რუსეთის სამთავრობო საიტები, მათ შორის, პუტინის, მთავრობის და თავდაცვის სამინისტროს საიტები.
ხელოვნება
1. ნიუ-იორკის “კარნეგი ჰოლმა” აუკრძალა რუს მუსიკოსებს გერგიევსა და მაცუევს კონცერტების ჩატარება.
2. მიუნხენის ბურგომისტრმა გერგიევს, რომელიც ამ ქალაქის ორკესტრის მთავარი დირიჟორია, მოსთხოვა 28 თებერვლამდე საჯაროდ გაემიჯნოს პუტინს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გერგიევს კონტრაქტს შეუწყვეტენ. ეს ის გერგიევია, ცხინვალში კონცერტი რომ ჩაატარა.
3. “ევროვიზიამ” რუსეთს კონკურსში მონაწილეობა აუკრძალა.
4. ლონდონის “როიალ ოპერა ჰაუსმა” გააუქმა მოსკოვის “ბოლშოი ბალეტის” უზარმაზარი გასტროლი.
სპორტი
1. უეფა-მ ჩემპიონთა თასის ფინალი პეტერბურგიდან პარიზში გადაიტანა.
2. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მოუწოდა ყველა სპორტულ ფედერაციას რუსეთში დაგეგმილი ყველა ღონისძიების გაუქმება.
3. ფორმულა-1-მა გააუქმა რუსეთის რბოლა.
4. პოლონეთის და შვედეთის ნაკრებებმა უარი თქვეს რუსებთან თამაშზე.
5. რაგბის ევროპის კავშირმა რუსეთის ნაკრებს აუკრძალა მატჩების რუსეთში ჩატარება.
6. ჭადრაკის მსოფლიო გედერაციამ გააუქმა რუსეთში დაგეგმილი 44-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა.
7. ფრენბურთის ევროპულმა ფედერაციამ გააუქმა რუსეთში ჩასატარებელი ტურნირი.
გაგრძელება იქნება.”
თეგები: კახა ლომაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved