ჟურნალისტი ვიკა ბუკია რუსთაველზე მიმდინარე კონცერტზე:
„მუსიკა არის გზავნილი.
მუსიკა არის პროტესტის ფორმა.
მუსიკა ტაშ-ფანდურად ითვლება იმისთვის, ვისაც არ აქვს ალბათ გააზრებული მუსიკის რეალური ძალა, მისია, ენერგია და შესაძლებლობები.
ყველა თავისებურად გამოხატავს ფორმებს: მუსიკოსი, მოცეკვავე, პოლიტიკოსი, აქტივისტი.
ყველას ერთნაირი გამოხატვის ფორმები ვერ ექნება.
სუხიშვილები ყველაზე მძიმე დროს ცეკვავდნენ კიევში გასტროლებზე.
ვიღაცისთვის ეს ალბათ როკვა და ტაშ-ფანდური იყო.
ისინი ცეკვავდნენ მაშინ როცა ხდებოდა ყირიმი, მაიდანი, დონბასი. სავსე იყო დარბაზი და სუხიშვილებს ტაშს უკრავდნენ უკრაინელები. ეს იყო გამოხატვა დიდი მხარდაჭერის, სოლიდარობის და სიყვარულის.“
კომენტარები