დიდი ბრიტანეთი ვლადიმერ პუტინისა და სერგეი ლავროვის წინააღმდეგ სანქციებს დაუყოვნებლივ დააწესებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს.
ამის შესახებ ბორის ჯონსონმა „ტვიტერშიც“ დაწერა:
„დღისით მოვუწოდე NATO-ს ლიდერებს სასწრაფო ზომების მიღებისკენ SWIFT-ის წინააღმდეგ, რათა მაქსიმალური ტკივილი მიადგეს პრეზიდენტ პუტინს და მის რეჟიმს.
გაერთიანებული სამეფო უკვე დაანონსებულ სანქციების პაკეტთან ერთად, ასევე სანქციებს დაუწესებს პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს.“
კომენტარები