• რეკლამა
  • კონტაქტი
14:07, შაბათი, 4 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩვენ რომ დიდი და ძლიერი ჯარი გვყოლოდა, მზად ვიქნებოდით, ის რომელიმე შორეული ქვეყნის ომში გაგვეგზავნა, თუ აქედან რამე კონკრეტულ სარგებელს არ ველოდებოდით?“ – გია ნოდია

ალია ავტორი - ალია
23:06 02-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

ანალიტიკოსი გია ნოდია:

„ვხედავ ბევრ პოსტს და კომენტარს ამერიკის, ნატოს, დასავლეთის გინებით, იმის გამო, რომ ის „უკრაინას არ ეხმარება“.
ეს ემოციური რეაქცია სრულიად გასაგებია. მეც ძალიან მინდა, რომ ნატომ უკრაინა ისევე დაიცვას, როგორც თავის წევრს დაიცავდა.
მაგრამ, ძალიან მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, რეალობის გრძობა არ უნდა დავკარგოთ. დემოკრატიული ერები განსაკუთრებით რთულად ერთვებიან ომებში. დემოკრატიაში მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრი, ხოლო მას დიდწილად კოლექტიური ეგოიზმი გასაზღვრავს. ადვილი არ არის, შენი შვილები გააგზავნო სხვის ომში საბრძოლველად და სასიკვდილოდ.
ჩვენ რომ დიდი და ძლიერი ჯარი გვყოლოდა, მზად ვიქნებოდით, ის რომელიმე შორეული ქვეყნის ომში გაგვეგზავნა, თუ აქედან რამე კონკრეტულ სარგებელს არ ველოდებოდით? ავღანეთში და ერაყში რომ გავაგზავნეთ ჯარი (სწორი ვქენით), იმიტომ, რომ ჩვენი ინტერესებიდან გამო ეს სწორად მიგვაჩნდა.
ახლა ჩვენი მთავრობა რა სამარცხვინოდ იქცევა, ამას აღარ ვიტყვი. მაგრამ ისიც საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერით შეიქმნა. ვერ ვიტყვით, რომ ის ჩვენთან არაფერ შუაში არ არის.
უნდა შევეგუოთ, რომ პლანეტაზე, რაზეც ვცხოვრობთ, არ არსებობს კეთილი მსოფლიო მთავრობა, რომელიც ყველა პრობლემას თავიდან აგვაცილებდა. მაგრამ თუ გაჭირვების მომენტში ვინმეს იმედი მაინც გვაქვს, ისევ ამერიკა, ევროპა, დასავლეთია. მისგან გაცილებით მეტი გვინდა და ხშირად სრულიად სამართლიანად ვაკრიტიკებთ, მაგრამ როცა ვაკრიტიკებთ, პროპორციის გრძნობა უნდა შევინარჩუნოთ.
ბევრმა თქვა და გავიმეორებ: ვინც ამბობს, რომ დასავლეთი „ცვედანია“, „არაფრის გამკეთებელია“, „ჩაისვარა“ და ა. შ., ნებსით თუ უნებლიეთ რუსეთის გზავნილებს იმეორებს. რუსეთი, მათ შორის, იმიტომაც შემოვიდა ჩვენთან 2008-ში, მერე კი უკრაინაში, რომ ჩვენთვის ეს აზრი ჩაენერგა.
2008 წელს რომ შემოვიდა რუსეთი, სულ არ ვიყავი აღფრთოვანებული დასავლეთის რეაქციით. იმის მერეც ბევრი მიკამათია დასავლელ კოლეგებთან ამ თემებზე. მაგრამ ეს არ მიშლის ხელს ვიმეორო, რომ თუ არა დასავლეთის მხრადაჭერა, მაშინ სახელმწიფოებრიობას ვერ შევინარჩუნებდით. ყველაფერი დაახლოებით ისე დამთავრდებოდა, როგორც 1921 წელს, როცა მართლა არავინ გვეხმარებოდა. (მერე, 2012-ში და მას შემდეგ რა და როგორ დაგვემართა, სხვა თემაა, მაგრამ ეს დასავლეთის ბრალი ნამდვილად არ არის).
უნდა დავინახოთ, რომ ამ დღეებში, ამერიკის და ევროპის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ რადიკალურად შეიცვალა და ყოველდღე იცვლება. აგერ, გერმანია ჯერ კიდევ გუშინ ჯიუტობდა რუსეთის სვიფტიდან გათიშვაზე, დღეს, სანამ ამ პოსტს ვწერდი, უკვე შეიცვალა პოზიცია. მარტო ამაშიც არაა საქმე: გერმანიის პოზიციაშიც კი სერიოზული ძვრები ხდება. რუსეთმა ნატოს გაერთიანება შეძლო. კი, ძალიან დაგვიანებულია და მეტი გვინდა, მაგრამ რაც ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია.
რა თქმა უნდა, ახლა უკრაინა მარტო ომობს და ყველაფერი მის ჯარზე და ხალხზეა დამოკიდებული. მაგრამ თუ რამდენიმე დღე კიდევ გაძლო – ამის იმედი არ არის უსაფუძვლო, – დასავლეთის პოზიციას შეიძლება მეტი მნიშვნელობა მიეცეს. თუ ახლა უკრაინა სამხედრო თავალსაზრისით დამარცხდა, მაინც არ მჯერა, რომ რუსეთი მას მოინელებს, და ამაშიც დასავლეთის როლი დიდი იქნება.“
თეგები: გია ნოდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved