• რეკლამა
  • კონტაქტი
11:57, კვირა, 13 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თქვენ ციტატას გაგახსენებთ… ბრძანეთ, რომ საქართველომ ზედმეტად მოახდინა რეაგირება…” – “ფრანს პრესის” და “ბლუმბერგის” ჟურნალისტების კითხვები ზურაბიშვილს

ალია ავტორი - ალია
21:39 02-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში მოქმედ საერთაშორისო მედიის ბიუროების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, „ფრანს პრესის“ შეკითხვას: „თქვენს ციტატას გაგახსენებთ, 2009 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა. თქვენ ბრძანეთ, რომ რუსეთის და საქართველოს ლიდერები ამ სფეროში არიან ერთად, რუსეთი არის პროვოკატორი და საქართველო ზედმეტად რეაგირებს. საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი პირადად არის პასუხისმგებელი ამ ხალხზე, იმ სამხედრო აგრესიის გამო, რომელიც რუსეთმა წამოიწყო. თან რუსეთს მისცა შესაძლებლობა, რომ შემოსულიყო და აფხაზეთის და სახრეთ ოსეთის ტერიტორიები  ეღიარებინა დამოუკიდებლად. როგორ ფიქრობთ, ახლა რუსეთს სჭირდება საფუძველი ან მიზეზი სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეღწევისთვის?“, ასე უპასუხა:

 

„უპირველეს ყოვლისა, თქვენი ციტატა არის ფრაგმენტი. მე ბევრჯერ მითქვამს ვრცლად და ეს შიდა დისკუსია იყო. ვინ არის პასუხისმგებელი ომზე, ბევრჯერ ძალიან ნათლად მითქვამს, 2008 წლიდან მოყოლებული. მთლიანად რუსეთის პასუხისმგებლობაა, რუსეთმა გადმოაბიჯა, საქართველოს არ გადაუბიჯებია იმ მხარეს. ანუ, ყველა კონფლიქტისთვის რუსეთი არის დასადანაშაულებელი. ჩემი წუხილი სხვა რაღაცას ეხება. ამ შეხვედრაზე, მინდა, ვთქვა, ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს, როდესაც პროვოკაცია იწყება.

ჩვენ ვიცით, რომ ამერიკა…მე იქ ვიყავი, როდესაც ჩამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ არ წამოეგოთ პროვოკაციებსო. ჩვენ გაკვეთილად მივიღეთ ის, რაც უკვე ვიხილეთ ზელენსკის ქმედებებიდან. ძალიან ფრთხილად დგამს ნაბიჯებს, რომ არ წამოეგოს პროვოკაციებს. ძალიან ცუდია, რუსეთი ასეთია, მაგრამ მე იმის თქმა მინდა, რომ, და ეს არ არის ამ შეხვედრის ფორმატი, პოლიტიკური დისკუსიები გულისხმობს მთავრობის მიერ პროვოკაციის თავიდან აცილებას მაქსიმალური დოზით, მიუხედავად იმისა, ეს წარმატებული იქნება, თუ – არა. ყველა უნდა ეცადოს და ეს იყო ჩემი საუბრის და ციტატის სულისკვეთება. საინტერესო ის გახლავთ, რომ კიდევ ერთი რამ არის, რაც ზელენსკიმ გააკეთა, თუ გვინდა, რომ ისტორიის რაკურსებში შევიდეთ. არამგონია, აქ ჯეროვანი იყოს, მაგრამ მოახდინა საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაცია, სრული მობილიზაცია, ვიდრე რამე მოხდებოდა და საქართველოს შემთხვევაში, უსაფრთხოების საბჭო რუსეთმა მოიწვია  იმის წინ, ვიდრე საქართველო მოიწვევდა 2008 წელს.”

ამ საკითხზე, საქართველოს პრეზიდენტს „ბლუმბერგის“ ჟურნალისტმაც დაუსვა კითხვა: „თქვენ ბრძანეთ, რომ საქართველომ ზედმეტად მოახდინა რეაგირება, როგორ ფიქრობთ, ზელენსკის რომ მოეხდინა რეაგირება, იგივე პასუხს მიიღებდა რუსეთიდან? რაიმე შეიცვლებოდა?“

სალომე ზურაბიშვილის პასუხი:

„მე არ მინდა, რაიმე ჰიპოთეტური მოსაზრებები, ვარაუდები გამოვთქვა. ეს არ არის ჩემი როლი და ფუნქცია. ზელენსკიმ ყველაფერი სცადა, მაგრამ რუსეთის რეაქცია უფრო მეტი იყო ჩვენს შემთხვევაში იმიტომ, რომ ჩვენ პირდაპირ აღიარების შედეგი გვქონდა. მე დღეს რაც მესმის, ეს საფრთხეები, ვითომდა ეს აღიარებული რეგიონები, გულისხმობს იმ ტერიტორიებს, რომლებიც უკრაინამ ხანგრძლივი კონფლიქტის შედეგად მიიღო. ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია“

თეგები: ოკუპაციარუსეთისალომე ზურაბიშვილიუკრაინა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved