დეპუტატ თაკო ჩარკვიანის გვერდზე ვრცელდება ინფორმაცია, სადაც “მიშას სექტორის” წარმომადგენლები წერენ:
“მედიის საყურადღებოდ! დღეს დილას კანცელარიასთან დაარბიეს ღარიბაშვილის უშუალო ბრძანებით მიშას სექტორის წარმომადგენლები! 23 დღეა უწყვეტი აქცია მიმდინარეობდა ერთადერთი მოთხოვნით! თავისუფლება მიშას • #FreeSaakashvili პრეზიდენტმა გამოაცხადა შიმშილობა და ბუნებრივია ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვერ შევეგუებით ამ ფაქტს! რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის პირდაპირი წამება ქართული ოცნების მხრიდან! ჩვენ საღამოს 9:00 საათზე რუსთავის ციხესთან გავმართავთ აქციას და წარმოგიდგენთ ჩვენს შემდეგ სტრატეგიას! ჩვენ როგორც შევპირდით საზოგადოებას უკან დახევა არიქნება!”
კომენტარები