• რეკლამა
  • კონტაქტი
15:29, ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქმე ეხება ცნობილი ექიმის ოპერაციის შემდგომ პაციენტის სიკვდილის ფაქტს, სიკვდილი დადგა ოპერაციიდან მე 7 დღეს” – მოქალაქის წერილი მედიას

ალია ავტორი - ალია
16:10 02-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
163

“რუსთავი2”-ის ოფიციალურ გვერდზე, სოციალურ ქსელში, მოქალაქე ნონა გაგნიაშვილი, წერს:

“მოგესალმებით, რადგან შიდა სმს და მონაწერებს არ პასუხობთ, მაშინ საჯაროდ მოგმართავთ რათა საზოგადოებამაც დაინახოს და ვნახოთ რამდენად ინტერესდებით თქვენ აქტუალური თემებით რასაც მკვლელობის გამოძიება და სამართალი ქვია.

საქმე ეხება ცნობილი ექიმის ოპერაციის შემდგომ პაციენტის სიკვდილის ფაქტს, სიკვდილის ფაქტი დადგა ოპერაციიდან მე 7 დღეს, ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს პირველი ნაწილი რაც წარმოადგენს სხეულის გაკვეთის შედეგად მიღებულ ანატომიურ დასკვნას ზუსტად ასახავს ოპერაციის შედეგად მიყენებულ დაზიანებებს რამაც საბოლო ჯამში გამოიწვია პაციენტის გარდაცვალების ფაქტი. ჩატარდა შარდის ბუშტის ყელის ტრანსურერთული ჩაჭრა რეზექცია, დაზიანებები იყო ზუსტად შარდის ბუშტის ყელთან სისხლმდენი კერები, აღწერილია ლ. სამხარაულის პირველ დასკვნაში, შარდის ბუშტზე ნახვრეტები და პროსტატა სისხლმდენი კერები, დაზიანებებით!

თუმცა აღმოჩნდა ისე რომ ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის კომისიური დასკვნა მოამზადა ბრალდებულის მეგობარმა და კომისიურ დასკვნაში აღნიშნა აბსურდული ფრაზა რომ ადამიანებს ხდება ხოლმე და ორგანოები თავისით ეხვრიტებათ, ექიმი სრულად გაამართლა რათა დაეხსნა პასუხისმგებლობიდან, რაც ბუნებაში არ ხდება მსგავსი რომ ორგანოები ასე თავისით იხვრიტებოდეს, მითუმეტეს როდესაც იმ მიდამოებში ჩატარდა ზუსტად ოპერაცია და ოპერაციის შემდგომ დამძიმდა პაციენტი. ერთადერთი ორგანო რომელიც მწვავე დაზიანების შედეგად თავისით გასკდეს როგორც წესი კუჭია. შესაბამისად ადგილი ქონდა ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის პირველი დასკვნის შედეგების უგულველყოფას და კომისიურ დასკვნაში მათ გაყალბებას ცნობილი გავლენიანი კოლეგის სასარგებლოდ.

საბოლოო ჯამში დიდი წვალების და ბრძოლის შემდგომ დაინიშნა განმეორებითი კომისიური ექსპერტიზა პროკურატურიდან, ახლა იმისათვის რომ არ იკადრონ ექიმებმა და კოლეგიალურობიდან გამომდინარე, ისევ უსამართლობას არ ქონდეს ადგილი და ღიად გამჭვირვალედ ვიპოვოთ ამ ქვეყანაში სამართალი, საჭიროა ფართო საზოგადოებამ გაიგოს ეს ამბავი და მოვუწოდოთ საქართველოს ექიმებს რომ გამოიჩინონ პატიოსნება შეგნება კეთილსინდისიერება პატივი სცენ საკუთარ პროფესიას და არ შეუწყონ ხელი გაყალბებას როგორც ეს არ იკადრეს ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის პირველი დასკვნის მომზადებელმა ექიმებმა.

შესაბამისად ტელევიზია გააშუქებს თუ არა ამ ფაქტს გამოჩნდება რამდენად ხართ დაინტერესებულნი ქვეყანაში მიმდინარე მართლა პრობლემური საკითხებით, თუ რა დონეზე იძირება ჭაობში ეს ქვეყანა თუკი ამას არ მოყვა ხმაური ? წესით საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია საქმე ეხება მკვლელობის ფაქტს და ამის გაყალბებას…. რისი განმეორებით დაშვება რომ არ მოხდეს ყველას ჩართულობით! პატივისცემით ნონა გაგნიაშვილი.”

თეგები: ნონა გაგნიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი
ახალი ამბები

განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი

13:38 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved