• რეკლამა
  • კონტაქტი
06:38, სამშაბათი, 4 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხელისუფლება გვეუბნება – თქვენ რა ხასიათზე იქნებით და რას და როგორ მიიღებთ, სულ ფეხებზე მკიდია, მე ასე მინდა და უნდა შეეგუოთო… ღარიბაშვილიც, რაც გასდის, ზუსტად იმას აკეთებს” – ვალერი გელბახიანი

ალია ავტორი - ალია
21:26 02-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
76

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება იურისტი, ვალერი გელბახიანი.

– ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი ცოლის სახელზე, ბაკურიანში, მისივე სახლის უკან მდებარე 6 000 კვ.მ. ტყე  49 წლიან იჯარით, თან დღეში – 0.8 თეთრი გადასახადით გადააფორმა. ცხადია, პრემიერის ეს სურვილი სატყეო სააგენტომ მოიყვანა სისრულეში. მეგონა, ჩვენი ხელისუფლების ლიდერების ღორობას და უნამუსობასაც ექნებოდა საზღვარი, მაგრამ  ვცდებოდი… რას იტყვით? 

– ეს ხელისუფლება გვეუბნება, რომ თქვენ რა ხასიათზე იქნებით და რას და როგორ მიიღებთ, სულ ფეხებზე მკიდია. მე ასე მინდა გავაკეთო და ამას უნდა შეეგუოთო. ასი ათასობით ჰექტარი მიწა, თბილისში და  თბილისს გარეთ ერთ ლარად მიჰყიდეს, აჩუქეს ახლობლებს თუ თავადვე იჩუქეს. რამდენი ასეთი ფაქტი ვიცით და ერთი პრეცენდენტი არ არის, რომ ვინმესთვის უკან ჩამოერთმიათ. ვინმე  შეწუხდა? ვინმეს მორალური დისკომფორტი ჰქონდა ამ ფაქტების გამო? მინისტრს ერთ ლარად შეიძლება ჰექტრობით მიწა მისცე და ხალხი მამა–პაპეულ მიწის ნაკვეთებს და სახლებს ვერ იკანონებს, სადაც თაობები ცხოვრობდნენ. სოფელ გლდანულაში, ორასზე მეტი ოჯახი ცხოვრობს 100 წელზე მეტია, მაგრამ დღემდე ვერ დაუკანონებიათ, ყველა ხელისუფლება უარს ეუბნება. ირაკლი ღარიბაშვილსაც გასდის და აკეთებს, მეტი რა ვთქვა? სადამდეც გაუვათ, იქამდე გააკეთებენ ასეთ რაღაცებს, მიითვისებენ სახელმწიფო ქონებას სხვა და სხვა მაქინაციებით.

– „ქართული ოცნება“ ანტიხალხური, ანტისახელმწიფოებრივი პარტიაა და შესაბამის მმართველობას ანხორციელებს. რამე შანსი მაინც დარჩა ქვეყნის გადარჩენისა?

– ესენი სასწრაფოდ მოსაშორებლები არიან, მაგრამ ამათი შემცვლელი ვინ არის?!

– იმ კითხვას მივადექით, რომელიც ისედაც უნდა დამესვა თქვენთვის – ბოლო კვლევებით, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას ხალხის ნდობა აღარ გააჩნია. ამაზე რას იტყვით?

– კვლევები რად მინდა? მე ვერ ვხედავ, რომ ხალხს პოლიტიკოსების ნდობა აღარ გააჩნია? ეს ხელისგულზე დევს. ოპოზიციური სპექტრი რასაც ჰქვია, ერთიანი არ არის, ყველა ჩუმ–ჩუმად თანამშრომლობს ხელისუფლებასთან, რაღაც სარგებელს ეძებენ. როგორ გგონია, ახლა ეს არ აისახება ხალხის განწყობაზე ამ პარტიების მიმართ? ხალხი ვერ ხედავს, რაც ხდება? ძალიან კარგად ხედავს და გრძნობს. თუ შედიან პარლამენტში, მაშინ ერთიანობის პრინციპით შევიდნენ, ყოველდღიური თემატიკა გააჩინონ, რომ პარლამენტში მართლა პრობლემებს შეუქმნან უმრავლესობას. თუ არ შედიან, მაშინ არავინ არ უნდა შევიდეს. ხელისუფლება როდესაც ასეთია, ოპოზიციას სხვა ვალდებულება არ აქვს, ვიდრე დროებით გაერთიანებისა, იმის შესაცვლელად, რისი შეცვლაც აუცილებელია. ხელს რომ ითბობს ყველა გაერთიანების ნაცვლად, ეგ როგორ არის, აბა, მითხარი? ამიტომ არის, ამ კვლევებში რაც სწერია ოპოზიციური პარტიების რეიტინგზე, მათ მიმართ ხალხის ნდობაზე, მე სწორედ მიმაჩნია.

– პოლიტიკური პარტიების მიმართ საზოგადოებაში ეს ნიჰილისტური განწყობა აქამდეც არსებობდა, მაგრამ ეს ნიჰილიზმი, ვფიქრობ, კიდევ უფრო გამძაფრდა, როდესაც გაყალბებული არჩევნების შემდეგ პარლამენტში შევიდნენ. ასეა?

– არა, პარლამენტში რომ შევიდნენ, ეგ ცუდი კი არ არის. ხალხმა პარლამენტისთვის აგირჩია და გარეთ რა გინდა?!

– გაყალბდა არჩევნებიო, თვითონ ყვიროდნენ და იმ გაყალბებული არჩევნების შედეგად დაკომპლექტებულ პარლამენტში შევიდნენ.

– კი, გაყალბდა არჩევნები, მაგრამ შეიძლება შეხვიდე, იქ იყვირო, რომ მე არ ვეგუები არჩევნების შედეგებს, მაგრამ პარლამენტის ტრიბუნა უნდა გამოიყენო ხალხისა და ქვეყნის სასიკეთოდ. საშენოდ კი არ უნდა შეხვიდე, რომ გაკეთდე შავი მამალივით და შენი ინტერესებისთვის გამოიყენო. საბრძოლველად უნდა შეხვიდე. უნდა ყოფილიყო ერთიანობა. ერთიანი პლატფორმა, ერთიანი ორგანიზაციული ფორმით უნდა ყოფილიყვნენ იქ, თუნდაც ფრაქციული ფორმატით და ებრძოლათ. ეს გამოიწვევდა რყევებს ხელისუფლებაში და არა ის, შევიდნენ თუ არ შევიდნენ. თუ ორგანიზებულად წარმართავ საკანომდებლო, საპარლამენტო საქმიანობას,  ხელისუფლების ეფექტურ კრიტიკას, არ არსებობს ხელისუფლება, რომელსაც ვერ შეარყევ. მერე ხალხი რომ დაინახავდა ოპოზიცია ერთიანია, ერთიანად და ეფექტურად ებრძვიან ხელისუფლებას, დღის წესრიგი ხალხის ინტერესებზეა მორგებული, მაშინ ეს ხალხი დაუდგებოდა  გვერდში ოპოზიციას. ამას ვერ ხედავს ხალხი. კი არიან ხელისუფლებაზე განაწყენებულნი, მაგრამ ასევე არიან ოპოზიციაზე განაწყენებულნიც. ამიტომ, თავისი შეცდომებიდან დასკვნები უნდა გამოეტანა ოპოზიციას, მაგრამ არ გამოიტანეს. რა უნდა ქნა? ვერაფერსაც ვერ იზამ. ახლა იძახიან, ნუ გვაკრიტიკებთ, ნაცვლად იმისა, რომ ერთიანობისკენ მოგვიწოდოთო. ხუთი წელია გეუბნებით ერთსა და იმავეს – თუ ერთად არ იქნებით, მაშინ არც ხალხის იმედი არ გქონდეთ და თქვენ ხელისუფლება ყოველთვის მოგიგებთ არჩევნებს. ორ მანდატს მიიღებს რომელიმე პარტია და მორჩა, ჰგონიათ, რომ ვალი მოხდილი აქვთ. აი, ვნახოთ, ვინც ასე მოიქცა, შემდეგ არჩევნებში რამდენ მანდატს მიიღებს. მათ ხალხი ყრუ და ბრმა ჰგონიათ, რომელიც კარგს და ცუდს ვერ არჩევს. აგერ, თუ ვერ არჩევს. ძალიან კარგადაც გაარჩიეს.

თეგები: ვალერი გელბახიანიირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved