პოლიტიკოსი, ეკა ბესელია:
“მაინც მიპოვა, თუმცა კეთილად მომიახლოვდა. რაც პანდემია დაიწყო ბევრჯერ ვიყავი კონტაქტი, თუმც გვერდს მივლიდა. ამჯერად ყველაზე საყვარელ ადამიანს, ჩემს შვილს შევეზიარე ამ ,,ომიკრონში” და ცუდად არ იქცევა. მესამე დღეა რაც დამეწყო სიცხით და მეორე დღიდან სიცხე გაქრა. მხოლოდ თავის ყრუ ტკივილი მქონდა.
დღეს უფრო უკეთ ვარ, მშვიდად ვგრძნობ თავს .
სულ ცოტა ხნის წინ მივიღე პსრ პასუხი და დამიდასტურდა.
მიხარია, რომ არავის არ ქონდა ჩემთან კონტაქტი, რადგან მაშინვე იზოლაციაში გადავედი და გავერიდე ყველას, იძულებითი დასვენების დღეები მექნება და რაც მქონდა დასაწერ -წასაკითხი, ყველაფერს მოვასწრებ.
ჯანმრთელობას გისურვებთ და სულიერ სიმშვიდეს.”
კომენტარები