ფოტო – ტვ პირველი
5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის დაკავებული კიდევ ერთი პირი მოსამართლემ დარბაზიდან გაუშვა. უშანგი დათუნაშვილი გაეროს ოფისთან, მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით იყო დაკავებული.
ადვოკატმა, ნიკოლოზ მჟავანაძემ, წინასწარი პატიმრობი გირაოთი შეცვლის მოთხოვნა, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილთან ასე დაასაბუთა: ბრალდებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მისი მხრიდან ძალადობის დამადასტურებელი კადრები არ არსებობს, ერთ-ერთი არხის დაშავებული ჟურნალისტი, რომელზე თავდასხმისთვისაც 66 წლის კაცი დააკავეს, ამბობდა რომ მას ბრალდებულთან პრეტენზიები არ აქვს.
მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და დაკავებული პატიმრობიდან 3 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაუშვა.
კომენტარები