• რეკლამა
  • კონტაქტი
00:10, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წულუკიანმა “აღორძინება” დააანონსა” – რატომ დატოვა ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორმა თანამდებობა

ალია ავტორი - ალია
17:21 02-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
93

ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორმა, თორნიკე მარჯანიშვილმა, რომელიც კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პოლიტიკური შეხედულების გამო აითვალწუნა, თანამდებობა დატოვა – ინფორმაციას “kutaisipost”-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, მარჯანიშვილი, რომელსაც მინისტრის საჯარო კრიტიკის მიუხედავად, თეატრიდან წასვლა არ სურდა, ახლა ამბობს, რომ შესაბამისი განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა. მისთვის შტატი მერიის ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა აიპში შეიქმნა.
“დავწერე განცხადება და წამოვედი, გადავედი კულტურის ააიპში ხელმძღვანელის მრჩევლად. მერისგანაც იყო შემოთავაზება და ააიპის უფროსისგანაც. გარემოებას ხომ ხედავს ადამიანი? ამიტომ, ჯობია ისეთ ადგილზე იმუშაო, სადაც უფრო კარგად გრძნობ თავს, აქ უფრო კარგად ვგრძნობ თავს”, – აცხადებს თორნიკე მარჯანიშვილი “ქუთაისიპოსტთან” საუბარში.


ოპერის თეატრში თორნიკე მარჯანიშვილისთვის დისკომფორტული გარემო მას შემდეგ შეიქნა, რაც გასული წლის აპრილში, კულტურის ახალდანიშნულმა მინისტრმა თეა წულუკიანმა იგი თანამშრომლების თანდასწრებით საჯაროდ გააკრიტიკა და თეატრის დატოვება ურჩია. მაშინ თორნიკე მარჯანიშვილი ამბობდა, რომ მინისტრის სიტყვებით შეურაცხყოფილი იყო, თუმცა, თანამდებობა არ დაუტოვებია. ერთი წლის შემდეგ კი, მარჯანიშვილს დირექტორობაზე უარის თქმა მაინც მოუწია.


თორნიკე მარჯანიშვილის თეატრიდან წასვლას ორი მიზეზით ხსნის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინა ლომინაძე და “ქუთაისიპოსტთან” ამბობს:
“ორი შემოქმედი ერთად ძალიან ძნელია, მე შემოქმედი ვარ, ის შემოქმედია, ხშირად არ იყო სამსახურში, 10-დან 6 საათამდე აქ ვერ ვიქნებიო თვითონ თქვა, მირჩევნია გადავიდე მერიაშიო. ვერ გრძნობდა კომფორტულად აქ თავს, მე რომ დამჭირდებოდა და მოვიკითხავდი, პირველ საათამდე ვერ მოდიოდა, აქ უნდა მოვიდეს ისეთი ადამიანი, რომელიც დღე და ღამე სამსახურში იქნება. მითუმეტეს, რაც თეა წულუკიანმა “აღორძინება” დააანონსა, აქ აქტიური მუშაობა უნდა დაიწყოს, შემოწმებები იქნება და ამანაც თქვა, რომ მირჩევნია მერიაში გადავიდეო. ეს რომ პოლიტიკური ყოფილიყო, მერიაში ვინ მიიღებდა სამუშაოდ?”


შეგახსენებთ, გასულ წელს, კულტურის მინისტრმა თეატრის დირექტორს საპარლამენტო არჩევნებში სხვა პარტიის სახელით მონაწილეობა არ აპატია, ქუთაისში ვიზიტის დროს, თანამშრომლების თანდასწრებით მკაცრად გააკრიტიკა და უთხრა:
“ნაციონალებთან” რომ წასულიყავი, გასაგებია, მაგრამ ჩვენივე გუნდიდან წასულებს როგორ შეუერთდი, რეჟისორი ხართ თუ პოლიტიკოსი. მე თქვენ ადგილზე ახლავე დავტოვებდი თანამდებობას”


თორნიკე მარჯანიშვილი ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორად 2014 წელს დაინიშნა. 2020 წელს იგი “ქართული ოცნების” გუნდიდან გამოყოფილი დეპუტატების პარტია “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსში” გაწევრიანდა და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ბრძოლაში ჩაერთო.

თეგები: თეა წულუკიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved