• რეკლამა
  • კონტაქტი
19:09, შაბათი, 7 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იმპლანტი, რომლითაც ხერხემლის დაზიანების შედეგად პარალიზებულმა ადამიანმა ფეხზე გაიარა – ვიდეო

ალია ავტორი - ალია
17:04 02-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
135

2017 წელს მიშელ როკატი მოტოციკლით ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც წელს ქვემოთ პარალიზებული დარჩა. 2020 წელს მან ფეხზე კვლავ გაიარა და ეს ზურგის ტვინის ინოვაციური იმპლანტის წყალობით შეძლო.

იმპლანტი ელექტრულ პულსებს მის კუნთებს უგზავნის, თავის ტვინის მოქმედების იმიტაციას აკეთეს და ერთ მშვენიერ დღესაც, ხერხემლის დაზიანებების მქონე ადამიანებს შეიძლება კვლავ ფეხზე გავლის საშუალება მისცეს.

„ძლიერ ემოციური გამოცდილება იყო“, — უთხრა როკატიმ ჟურნალისტებს, როცა ელექტრული პულსები გააქტიურდა და მან პირველი ნაბიჯი გადადგა.

ის კვლევაში ჩართული სამი ადამიანიდან ერთ-ერთი იყო. ავარიის შემდეგ, არც ერთ მათგანს ქვედა ტანის მოძრაობა არ შეეძლო.

თუმცა, მას შემდეგ, რაც მათ ექვს-სანტიმეტრიანი იმპლანტი ჩაუდგეს და მისი პულსები დაარეგულირეს, სამივე მათგანმა მალევე შეძლო ფეხზე გავლა.

პაციენტების რეაბილიტაცია დაუყოვნებლივ დაიწყო და უკვე ოთხ თვეში, როკატის სიარული ბალანსის დამხმარე ჩარჩოთი შეეძლო.

„სასწაული უკვე ჩვენ წინ არის. როკატის ორ საათზე მეტხანს შეუძლია ფეხზე დგომა და შეჩერების გარეშე თითქმის კილომეტრს გადის“, — ამბობს შვეიცარიის ტექნოლოგიების ფედერალური ინსტიტუტის ნეირომეცნიერი გრეგორი კურტინი.

ცდაში მონაწილე სამივე ადამიანი უკვე კიბეებზეც ადის, ცურავს და კანოეთიც მოძრაობს.

სამივე მამაკაცს ავარიაში დაზიანებები კვლევამდე სულ მცირე ერთი წლით ადრე აქვთ მიღებული; ბლოხის ჯგუფი იმედოვნებს, რომ ახალ ტექნოლოგიის გამოყენება ადამიანებზე ავარიიდან მალევეც შეეძლებათ.

„ვფიქრობთ, რაც უფრო ადრე მოხდება იმპლანტის ჩადგმა, მით მეტი ეფექტი ექნება“, — ამბობს ბლოხი.

ამ დროისათვის, იმპლანტები გამოსადეგია მხოლოდ მათთვის, ვისაც დაზიანებები ქვედა გულმკერდს ზემო ზურგის ტვინში აქვს, კისრის ფუძესა და მუცლის ღრუს შორის მონაკვეთში, რადგან საჭიროა ექვს-სანტიმეტრიანი ჯანმრთელი ზურგის ტვინი.

მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ ჯერ ბევრი სამუშაოა იქამდე, ვიდრე მკურნალობის ეს საშუალება კლინიკურ კვლევებს გასცდება. როგორც ბლოხი აღნიშნავს, ის და მისი კოლეგები დღეში დაახლოებით ხუთ შეტყობინებას იღებენ დახმარების მსურველი პაციენტებისგან.

მათი შემდეგი გეგმაა, ის კომპიუტერი, რომელიც პულსებს ააქტიურებს, ზომაში იმდენად შეამცირონ, რომ ისიც პაციენტებს ჩაუდგან და მისი სმარტფონით კონტროლი იყოს შესაძლებელი.

ვარაუდობენ, რომ ეს წლის ბოლოს გახდება შესაძლებელი; აქვთ ფართომასშტაბიანი ცდის გეგმაც, რომელშიც 50-დან 100-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას აშშ-დან და ევროპიდან.

კვლევა ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია “პირველი არხის” მიერ Agence France-Presse-ის მიხედვით.

თეგები: მეცნიერება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

15:33 02-06-2026
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14:51 02-06-2026
თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის

14:22 02-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved